თანამედროვე დამსაქმებელი: გვანცას გზა დეილიმდე

თანამედროვე დამსაქმებელი: გვანცას გზა დეილიმდე
„სასურველი სამსახურის პოვნა მარტივი არ არის, მაგრამ ხანდახან პროცესმა შეიძლება სასიამოვნოდ გაგაოცოს,“ გვიყვება გვანცა სიჭინავა, რომელიც ახლა Daily-ის ქოლ-ცენტრის ოპერატორია.
Daily-ის რეკრუტერების წინაშე დიდი გამოწვევა იდგა: 300-მდე რეზიუმე და ერთი ღია პოზიცია. „აპლიკაციებს ვიღებდით Helio-ს საშუალებით, ვიყენებდით Facebook რეკლამებსა და LinkedIn-ს,“ იხსენებს მარიამ ვაჩაძე, ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის მენეჯერი.
გვანცას რეზიუმე Helio-ს დახმარებით მივიღეთ და როგორც კი რეზიუმეს გავეცანით მივხვდით, რომ მისი გამოცდილება რელევანტური იყო. „შევხვდით მის რეზიუმეს და ვიფიქრეთ, რომ ის იდეალური კანდიდატი შეიძლებოდა ყოფილიყო,“ ამბობს მარიამი. პირველ ეტაპზე მას სატელეფონო კომუნიკაცია შევთავაზეთ. „ვაკანსიის მიმართ გვანცას დიდი ინტერესი ჰქონდა, ამიტომაც სწრაფად დავგეგმეთ ონლაინ შეხვედრა,“ აღნიშნავს მარიამი. Helio AI-ის საშუალებით პროცესი სრულად გავამარტივეთ - შეხვედრის მოწვევა პირდაპირ სისტემიდან გავგზავნეთ.
„ონლაინ შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, რის შემდეგაც ოფისში დამიბარეს,“ იხსენებს გვანცა. „ყველაფერი ძალიან ორგანიზებული, და ამავე დროს კომფორტული იყო.“
„როცა შემოთავაზება მივიღე, მივხვდი, რომ ძალისხმევად ღირდა,“ გვანცა ღიმილით ამბობს. „მიხარია, რომ ადამიანებს ვეხმარები იმ მომენტში, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.“
„რეკრუტინგი მხოლოდ რეზიუმეებზე არ არის დამოკიდებული - საქმე სწორი ადამიანის პოვნაშია,“ ამბობს მარიამი. „Helio-მ ეს პროცესი გაცილებით გაამარტივა და საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ.“
მარიამ ვაჩაძე
ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის მენეჯერი, დეილი
გვანცა სიჭინავა
ქოლ-ცენტრის ოპერატორი, დეილი