კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“), არეგულირებს პლატფორმის Helio.AI-ს გამოყენების პროცესში მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს პლატფორმა Helio.AI-ის გამოყენების პროცესში პერსონალური და სხვა სახის ინფორმაციის დამუშავების და დაცვის წესებს.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს Helio.AI-ს მომსახურების პირობების (შემდგომში „მომსახურების პირობები“) (ხელმისაწვდომი შემდეგ ბმულზე: https://www.helio-ai.com/) არსებით და განუყოფელ ნაწილს და განიმარტება მომსახურების პირობებთან ერთობლიობაში.
წინამდებარე დოკუმენტი ატარებს სამართლებრივ ძალას. თქვენ მიერ „ვეთანხმები“-ს მონიშვნა გულისხმობს, რომ გაეცანით დოკუმენტს, ეთანხმებით და ადასტურებთ მას და აცნობიერებთ, რომ თქვენს და Helio.AI-ს შორის ურთიერთობა დარეგულირდება ამ დოკუმენტის თანახმად.
წინამდებარე დოკუმენტსა და მომსახურების პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილ წესებს.
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები განიმარტება მომსახურების პირობების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წინამდებარე დოკუმენტიდან ან/და კონფიდენციალურობის პოლიტიკის კონტექსტიდან სხვაგვარად გამომდინარეობს. დამატებით, კონტექსტის შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში გამოყენებულ ცალკეულ ტერმინებს აქვს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მინიჭებული მნიშვნელობა.
11. ზოგადი დებულებები
1.1. Helio.AI ითვალისწინებს რა პერსონალური მონაცემების და სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაციის (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებულნი, როგორც „მონაცემები“) მნიშვნელობას, იღებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველაზე მოწინავე ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. Helio.AI იღებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველა გონივრულად კომერციულ ზომას, იმისათვის, რომ უსაფრთხოების ზომები შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ტექნიკურ მიღწევებს.
1.2. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილია, თუ როგორ და რა მიზნით აგროვებს და ამუშავებს მონაცემებს Helio.AI მომხმარებლებისგან, რომლებიც სარგებლობენ Helio.AI-ს პლატფორმით და სერვისებით.
1.3. კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების ვებ-გვერდებზე და აპლიკაციებზე, რომლითაც შესაძლოა სარგებლობდეს მომხმარებელი, მათ შორის, პლატფორმით სარგებლობის პროცესში მესამე პირ(ებ)ის სერვისების გამოყენებისას. ამა თუ იმ ბმულზე გადასვლამდე, მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მესამე პირის ვებ-გვერდის პირობებს, მათ შორის, ამგვარ ვებ-გვერდებზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ან/და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტ(ებ)ს.
1.4. Helio.AI იღებს და ამუშავებს: (1) მომხმარებლის ან/და კანდიდატის მიერ Helio.AI-სთვის მიწოდებულ მონაცემებს (2) ასევე, მონაცემებს, რომელიც მისთვის ცნობილი ხდება მომხმარებლის ან/და კანდიდატის მიერ პლატფორმით და სერვისებით სარგებლობისას.
1.5. დამატებით, Helio.AI ამუშავებს იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც არ წარმოადგენენ პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებლ(ებ)ს, თუმცა, იყენებენ პლატფორმას დასაქმების მიზნებისათვის (მაგალითად, კანდიდატი, რომელიც არ წარმოადგენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებელს და პლატფორმაზე ტვირთავს მის რეზიუმეს ან პლატფორმაზე განათავსებს მასთან დაკავშირებულ მონაცემებს).
1.6. Helio.AI მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებს მანამ, სანამ მომხმარებლის ანგარიში აქტიურია (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი წაშლის მის ანგარიშთან დაკავშირებულ მონაცემებს), ხოლო წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 1.5 მუხლში მითითებული პირ(ებ)ის მონაცემთა დამუშავება ხდება იმ ვადით, რა ვადითაც აქტიურია კომპანიის ანგარიში, რომლის მიერ განთავსებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით კანდიდატმა განათავსა ინფორმაცია (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი წაშლის მის ანგარიშთან დაკავშირებულ მონაცემებს). მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებისას მომხმარებლის ან/და პლატფორმით მოსარგებლე 1.5 მუხლში დასახელებული პირ(ებ)ის მონაცემები წაიშლება წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა: (i) თუ ასეთი მონაცემ(ებ)ის შენახვა საჭიროა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის მიზნით; ან/და (ii) ამგვარი მონაცემ(ებ)ის შენახვას მოითხოვს მომხმარებელი, რა შემთხვევაშიც, Helio.AI-ის მიერ მომხმარებლის მონაცემ(ებ)ი შესაძლოა
ინახებოდეს არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
22. მონაცემების დამუშავების მიზნები
2.1. Helio.AI მონაცემებს ამუშავებს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით დადგენილი წესებისა და პირობების დაცვით, მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობის, მომხმარებლისათვის სერვისების მიწოდების და პლატფორმასთან დაკავშირებული პროცეს(ებ)ის ოპტიმიზაციის, გამოსწორების და გაუმჯობესების, ასევე, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის. ქვემოთ მოცემულია დამუშავებული მონაცემების გამოყენების ზოგიერთი მაგალითი. Helio.AI:
• აწვდის მომხმარებელს მოთხოვნილ და პლატფორმის შესაბამის სერვისებს/პროდუქტს (რეკრუტინგის პროცესის მხარდაჭერა, პლატფორმაზე ცალკეული ფუნქციონალების უზრუნველყოფა).
• ქმნის ანგარიშს პლატფორმაზე.
• უგზავნის მომხმარებელს სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმაციას (მათ შორის, SMS ის ან ელ-ფოსტის მეშვეობით უგზავნის მომხმარებელს ინფორმაციას, მათ შორის, რეკრუტერის სახელით).
• ახდენს პარამეტრების, პროდუქტების ან სპეციალური ღონისძიებების მარკეტინგს ელ. ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით, უგზავნის მომხმარებელს მარკეტინგულ ინფორმაციას.
• კომპანიას აწვდის ინფორმაციას კანდიდატის შესახებ (ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, Helio.AI კომპანიას აწვდის კანდიდატის შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც კანდიდატმა შეიყვანა პლატფორმაზე შესაბამის ვაკანსიასთან დაკავშირებით).
• ტესტავს ცვლილებებს სერვისებში და ნერგავს ახალ შესაძლებლობებს ან/და პროდუქტებს, აუმჯობესებს AI მოდელს.
• რეაგირებას ახდენს სერვისებთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებზე, პასუხობს ტექნიკურ კითხვებს და წყვეტს სადავო საკითხებს.
• ინახავს რეკრუტინგულ პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას/მონაცემებს; • ახდენს ისეთი საკითხების პრევენციას, მოკვლევას და რეაგირებას, როგორიც არის: თაღლითობა, სერვისების უნებართვო გამოყენება, მომსახურების პირობების დარღვევა, ან სხვა უკანონო ქმედებები.
• იცავს კანონის მოთხოვნებს, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ნორმატიულ აქტებს.
3. მონაცემების მოპოვების საფუძვლები და წესი
3.1. Helio.AI-ს მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია კომპანიის ან/და კანდიდატის თანხმობა, რომ ისარგებლოს პლატფორმით და შესაბამისად დასამუშავებლად გადასცეს Helio.AI-ის მონაცემები ან/და მისცეს Helio.AI-ს მონაცემების მოპოვების/დამუშავების საშუალება.
3.2. კომპანია ან/და კანდიდატი პლატფორმით/სერვისებით სარგებლობით ეთანხმება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრულ მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, საფუძვლებს და მოცულობებს.
3.3. Helio.AI-ს მიერ მონაცემების მოპოვების/მიღების გზები:
3.3.1.კომპანიის მხრიდან პლატფორმაზე რეგისტრაცია ან ანგარიშით სარგებლობა და საკუთარი ნებით მონაცემების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ანგარიშის მფლობელი პირის, რეკრუტერის ან/და ანგარისთან დაკავშირებული ავტორიზებული User-ის ელ. ფოსტა, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.) გადაცემა Helio.AI-სთვის, პლატფორმით სარგებლობის მიზნებისათვის.
3.3.2.კანდიდატის მხრიდან პლატფორმით სარგებლობის პროცესში საკუთარი ნებით მონაცემების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, კანდიდატის სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი, კანდიდატის რეზიუმეში მოცემული მონაცემები, მათ შორის, სამუშაო გამოცდილება) გადაცემა Helio.AI-სთვის.
3.3.3.მონაცემები, რომელიც Helio.AI-სთვის ცნობილი ხდება კანდიდატის ან კომპანიის მიერ პლატფორმით სარგებლობისას (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: მოწყობილობის IP მისამართი, პლატფორმით სარგებლობის დრო, თარიღი, ბრაუზერის ვერსია). ასეთი მონაცემები Helio.AI-სთვის ცნობილი ხდება მაშინ, როცა კანდიდატი:
3.3.2.1. აგზავნის, ტვირთავს, განათავსებს პლატფორმაზე ინფორმაციას ვაკანსიაზე გამოხმაურების მიზნით;
3.3.2.2. აკეთებს კომენტარს Helio.AI ბლოგზე ან ფორუმზე, სოციალურ გვერდზე; 3.3.2.3. სარგებლობს პლატფორმის სხვადასხვა სერვისით.
დამატებით, ასეთი მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება Helio.AI-სთვის, მაშინ როდესაც კომპანია:
3.3.2.4. ქმნის ან არედაქტირებს ანგარიშს;
3.3.2.5. სარგებლობს ანგარიშით;
3.3.2.6. უკავშირდება მომხმარებლის მხარდაჭერის სამსახურს;
3.3.2.7. სარგებლობს პლატფორმის სხვადასხვა სერვისით.
3.3.3.ამასთან, პლატფორმით სარგებლობისას, კომპანია კანდიდატის შესახებ მონაცემებს აწვდის Helio.AI-ს, როდესაც:
3.3.3.1. რეკრუტერი ახდენს კანდიდატის შესახებ მონაცემების განთავსებას პლატფორმაზე (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ქალაქი);
3.3.3.2. მოქმედ ანგარიშს ავტორიზებულ User-ად ამატებს სხვა ფიზიკურ პირებს.
3.3.3.3. მოქმედ ანგარიშთან მიმართებით Helio.AI-ს მომსახურების საფასურის ამსახველი საგადახდო ინვოისის გაგზავნის/მიღების მიზნით ამატებს
ფიზიკური პირის ელ-ფოსტას, რომელზეც გაიგზავნება ინვოისი Helio.AI-ს
მხრიდან.
4. დამუშავებული მონაცემების ტიპები
4.1. Helio.AI-ს მიერ მიღებული და დამუშავებული მონაცემების კატეგორიები:
4.1.1.იდენტიფიკატორები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მისამართი, ანგარიშის სახელი, სოციალური არხის URL.
4.1.2.კომერციული/ტრანზაქციული მონაცემები: ბილინგის ინფორმაცია, შესყიდული პროდუქტები ან სერვისები, საბანკო ბარათისა და საბანკო ანგარიშის მონაცემები, გადახდის საშუალებები და გადახდასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4.1.3. ავტომატურად მიღებული მონაცემები.
4.1.4.მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობისას ან/და ანგარიშის შექმნისას ნებაყოფლობით მოწოდებული ინფორმაცია.
4.1.5.მარკეტინგული შეტყობინების გამოწერის ან/და გაუქმების შესახებ ინფორმაცია. 4.1.6.მომსახურების შეფასებისას მოწოდებული ინფორმაცია.
4.1.7.მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე გატარებული დროის შესახებ ინფორმაცია. 4.2. Helio.AI-ს მიერ ავტომატურად მიღებული მონაცემების კატეგორიები:
4.2.1. ინფორმაცია მოწყობილობის გამოყენების და პლატფორმაზე განხორციელებული მოქმედების შესახებ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: პლატფორმით სარგებლობის ფორმის, კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის შესახებ, როგორიცაა მობილური ტელეფონი ან ტაბლეტი, IP მისამართი, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორები, გეოლოკაცია, ფიზიკური მდებარეობა და სხვა მახასიათებლები, როგორიცაა ოპერატიული სისტემა და ბრაუზერი, გვერდზე შესვლა, გვერდიდან გასვლა და URL, პლატფორმით ან ამა თუ იმ სერვისით სარგებლობის ხანგრძლივობა, თარიღი და დრო, სარგებლობის სიხშირე, შეცდომების დაფიქსირება და სხვა მსგავსი ინფორმაცია.
4.3. მომხმარებლისათვის ცნობილია, რომ პლატფორმის პროცესების ავტომატიზაციის მიზნით, პლატფორმა იყენებს AI-ს, მათ შორის, კანდიდატის რეზიუმედან ინფორმაციის ამოკითხვისა და კანდიდატისა და ვაკანსიის შესაბამისობის დადგენის მიზნით, რა შემთხვევაშიც, AI-სათვის ხელმისაწვდომი ხდება შემდეგი მონაცემები:
(i) კანდიდატის სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ანგარიშის სახელი, სოციალური არხის URL;
(ii) კანდიდატის რეზიუმეში მოცემული ინფორმაცია, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია, ასევე, კანდიდატის უნარები, კანდიდატის განათლების, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.
4.4. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ Helio.AI უფლებამოსილია მომხმარებლის პერსონალური მონაცემები დაამუშავოს ფაილური სისტემის (მათ შორის, პროფაილინგის) მეშვეობით.
5. ქუქიები / ქუქი ფაილები (CookieS)
5.1. მონაცემების შესანახად ან/და შესაგროვებლად Helio.AI იყენებს ქუქი ფაილებს, რომლებიც წარმოადგენს მომხმარებლის მოწყობილობაზე გადმოწერილ, მცირე მოცულობით ინფორმაციის შემცველ ფაილებს, რომლებსაც მომხმარებლის ბრაუზერი (Chrome, Safari და ა.შ.) ინახავს მომხმარებლის ტექნიკურ მოწყობილობაში. დამატებით, ქუქი ფაილები წარმოადგენს ბრაუზერის მეხსიერებას კონკრეტული ვებ-გვერდის მიმართ, რომელიც ამოიცნობს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის მომენტს და ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს. ქუქი ფაილები ეხმარება მომხმარებელს, რომ ვებ-გვერდი იყოს მასზე ადაპტირებული და, ეხმარება მომხმარებელს, რომ მომხმარებელმა ყოველ ჯერზე არ განახორციელოს პარამეტრების მორგება (მაგალითად, ვებ-გვერდის ენა).
5.2. ქუქი ფაილები ვებ-გვერდს საშუალებას აძლევს მოერგოს მომხმარებელს. ქუქი ფაილების მეშვეობით Helio.AI-ს ეძლევა შესაძლებლობა მიაწოდოს, დაიცვას და გააუმჯობესოს მომსახურება კონტენტის პერსონალიზების, მომხმარებელზე მორგების გზით და უსაფრთხო გამოცდილების უზრუნველსაყოფად.
5.3. ქუქი ფაილები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: ლოკაციის, სარეგისტრაციო, სარეკლამო, მესამე პირის და ა.შ.
5.4. მესამე პირის ქუქი ფაილებში ძირითადად იგულისხმება ისეთი მესამე პირები, რომლებიც ახორციელებენ ანალიტიკას (მაგალითად, Google analytics), ასეთი ქუქი ფაილები განსაზღვრავს რა სიხშირით სტუმრობს მომხმარებელი ვებ-გვერდს, თითოეული სესიის ხანგრძლივობას და ა.შ.
5.5. სარეგისტრაციო ან/და ანგარიშის ქუქი ფაილები იძლევა ინფორმაციას, თუ რომელმა მომხმარებელმა გაიარა რეგისტრაცია ანგარიშით ან/და სარგებლობს ანგარიშით, რა ხანგრძლივობით იყენებს ანგარიშს ან/და რა სერვისებით სარგებლობს.
5.6. გეოლოკაციის ქუქი ფაილები ადგენს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების ლოკაციას.
5.7. ბრაუზერის მიერ ქუქი ფაილების გენერირების სრულად შეზღუდვა შეუძლებელია, ამასთან, შესაძლოა ქუქი ფაილების შეზღუდვამ გავლენა მოახდინოს მომხმარებლის მიერ პლატფორმით/სერვისებით სარგებლობაზე და შეზღუდოს პლატფორმით/სერვისებით სარგებლობა.
5.8. მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს და ისარგებლოს ქუქი ფაილების პარამეტრებით:
• Cookie Settings – Firefox
• Cookie Settings – Chrome
• Cookie Settings - Internet Explorer
• Cookie Settings - Safari.
5.9. Helio.AI ქუქი ფაილებს იყენებს შემდეგი მიზნებისთვის: აუთენტიკაცია, დაცულობა, გვერდისა და პროდუქტის სანდოობა, რეკომენდაციები, შეფასება და რეაგირება, გვერდის ფუნქციები და მომსახურება, პერფორმანსი, მარკეტინგი, ანალიტიკა და კვლევა.
6. მონაცემების გაზიარება და საერთაშორისო გადაცემა
6.1. მონაცემებს Helio.AI სხვა პირებს აწვდის მხოლოდ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან/და კანონმდებლობით მოცემულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესის თანახმად.
6.2. Helio.AI მონაცემებს აწვდის შემდეგ სუბიექტებს (ამასთან, აღნიშნულ პირებს მიეწოდება მხოლოდ იმ მოცულობის და იმ ტიპის მონაცემები, რომელიც საჭიროა/აუცილებელია კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისათვის):
6.2.1. სერვის პროვაიდერები - მონაცემები გადაეცემა კომპანიებს, რომლებსაც Helio.AI იყენებს პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული სერვისების მხარდასაჭერად. აღნიშნული კომპანიები ეწევიან მომსახურებებს, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციის შენახვა, ძიების ტექნოლოგიები, ანალიტიკა, რეკლამა, შეტყობინების გაგზავნა, იდენტიფიკაციის სისტემები, თაღლითობის გამოვლენა ან/და ტექნიკური მხარდაჭერა.
6.2.2. სახელმწიფო ან ადმინისტრაციული ორგანოები - კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6.2.3. სხვა მესამე პირ(ებ)ი - მომხმარებლის მოთხოვნისამებრ, ან მისი თანხმობით, შესაძლებელია მონაცემები შეიძლება გაზიარებული იქნას სხვა მესამე პირ(ებ)ისათვის.
6.3 მონაცემები შესაძლოა, ასევე, მიეწოდოს შემდეგ სუბიექტებს შემდეგ შემთხვევებში: ერთი მომხმარებლის მიერ სხვა მომხმარებლისთვის ანგარიშზე წვდომის მიცემა, მათ შორის, მომხმარებლის ანგარიშის შინაარსის გამოყენების ან რედაქტირების უფლების მინიჭება.
6.4. მონაცემები შესაძლოა, ასევე, გაზიარდეს სხვა სახელმწიფოში, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უზრუნველყოფის სათანადო გარანტიები.
6.5. იმ შემთხვევაში თუ ხორციელდება მონაცემთა გადაცემა ისეთ ქვეყანაში, რომელშიც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, Helio.AI უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას. მომხმარებლის სათანადო დაცვის მიზნით, მესამე პირისათვის მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გადაცემამდე Helio.AI უზრუნველყოფს შესაბამისი მესამე პირის მიერ მონაცემთა დასაცავად მიღებული შესაბამისი ორგანიზაციული ან/და ტექნიკური ზომების შემოწმებას.
7. პირდაპირი მარკეტინგი
7.1. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პლატფორმაზე რეგისტრაციისას ან პლატფორმის გამოყენების პროცესში შესაბამისი ფუნქციონალის გამოყენებით თანხმობას განაცხადებს, რომ სურს მიიღოს მარკეტინგული შეთავაზებები Helio.AI-სგან, Helio.AI უფლებამოსილია მომხმარებლის სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტა დაამუშავოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და მომხმარებელს გაუგზავნოს მარკეტინგული შეთავაზებები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზნებისათვის, პირდაპირი მარკეტინგი გულისხმობს Helio.AI-ს მიერ საკომუნიკაციო საშუალებ(ებ)ის გამოყენებით პლატფორმასთან დაკავშირებული მომსახურების შეთავაზებას.
7.2. Helio.AI უფლებამოსილია მოახდინოს მარკეტინგული შეტყობინებების პერსონალიზაცია მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენების ისტორიაზე (მათ შორის, გამოყენების სიხშირე, შეკვეთები, ანგარიშსწორება) დაყრდნობით.
7.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს მარკეტინგული შეტყობინებების მიღება Helio.AI სგან, მომხმარებელი უფლებამოსილია პლატფორმაზე ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ღილაკის "Unsubscribe" გამოყენებით ნებისმიერ დროს უარი თქვას მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე. Helio.AI ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8. პასუხისმგებლობა და Helio.AI-ს, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, დამატებითი ვალდებულებები
8.1. Helio.AI პასუხს აგებს მისთვის მიწოდებული მონაცემების დამუშავებაზე, შენახვასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე.
8.2. მომხმარებელი, რომელიც აწვდის მონაცემებს Helio.AI-ს, აცხადებს, ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ მას აქვს შესაბამისი კანონიერი საფუძველი, რომ Helio.AI-სთვის მიეწოდებინა/დაემუშავებინა შესაბამისი მონაცემები. დამატებით, მომხმარებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ მოპოვებული აქვს ნებისმიერი და ყველა თანხმობა/ნებართვა/უფლებამოსილება, რაც შეიძლება საჭირო იყოს მის მიერ პლატფორმით სარგებლობისათვის (მათ შორის, მოპოვებული აქვს კანდიდატ(ებ)ის შესაბამისი თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით). ამ მუხლში მოცემული განცხადების/დადასტურების/გარანტიის დაცვასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
8.3. კანდიდატის მიერ პლატფორმაზე ატვირთულ/გაზიარებულ/მიღებულ მონაცემებთან/ინფორმაციასთან/დოკუმენტთან ან/და ამ დოკუმენტის შინაარსში არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით, კომპანიას, როგორც ამგვარი მონაცემების შემგროვებელ და დამმუშავებელ სუბიექტს, რომელიც კანონის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, Helio.AI არც ერთ შემთხვევაში არ იქნება პასუხისმგებელი კანდიდატის მიერ პლატფორმაზე ატვირთული/გაზიარებული/მიღებული მონაცემების/ინფორმაციის/დოკუმენტების ან/და ამ დოკუმენტებში არსებულ მონაცემების შეგროვებასთან ან/და დამუშავებასთან დაკავშირებით.
8.4. მხარეები თანხმდებიან, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში „კანონი“) თანახმად და ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენებისას/პლატფორმით სარგებლობის ფარგლებში გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისას Helio.AI მოქმედებს, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მომხმარებლის, როგორც დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. აღნიშნულის გათვალისწინებით, Helio.AI აცხადებს, რომ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს კანონითა და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული წესების დაცვით, მათ შორის:
8.4.1. Helio.AI დაიცავს კანონით და წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
8.4.2. Helio.AI დაამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის საფუძველზე/ფარგლებში და ამავე პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისთვის და მომხმარებლის, როგორც კანონით გათვალისწინებული დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის კონკრეტული წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით გამოხატული) დავალების/მითითების/ინსტრუქციის შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და არ გადასცემს მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილებას სხვა პირს მომხმარებლის წინასწარი წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით გამოხატული) თანხმობის გარეშე;
8.4.3. მომხმარებლის წინასწარი წერილობითი (მათ შორის, ელექტრონული ფორმით გამოხატული) თანხმობის საფუძველზე, Helio.AI უფლებამოსილია პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართოს ქვე-კონტრაქტორ(ებ)ი, რომლებზეც გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული ვალდებულებები/პირობები;
Helio.AI აცნობიერებს და ადასტურებს, რომ ქვე-კონტრაქტორ(ებ)ის ჩართვა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში არ გაათავისუფლებს Helio.AI-ს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული ვალდებულებებისგან;
8.4.4. Helio.AI აცხადებს, რომ მისი საქმიანობიდან ან/და მიზნებიდან გამომდინარე არ არსებობს პერსონალურ მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების ან მონაცემთა სუბიექტის უფლებების შელახვის მაღალი საფრთხე; ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, ტერმინი „მონაცემთა სუბიექტი“ გამოიყენება კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით და გულისხმობს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომლის შესახებაც მუშავდება შესაბამისი მონაცემი.
8.4.5. Helio.AI იღებს ვალდებულებას პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებისა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დასაცავად, აგრეთვე, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების აღსაკვეთად მიიღოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანმდევი საფრთხეების შესაბამისი გონივრულად პრაქტიკული ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები;
ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, ინციდენტი გულისხმობს მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევას, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, უნებართვო გამჟღავნებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას;
8.4.6. მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის არსებობის შემთხვევაში, Helio.AI გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ინციდენტის Helio.AI-ს მხრიდან დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათისა, შეატყობინებს მომხმარებელს ინციდენტის თაობაზე Helio.AI-სთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას;
8.4.7. Helio.AI ვალდებულია პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი მესამე პირის, მათ შორის, მონაცემთა სუბიექტის ან/და შესაბამისი მარეგულირებელი/ზედამხედველი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, აცნობოს მომხმარებელს აღნიშნულის შესახებ და მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, გაუწიოს გონივრული დახმარება მომხმარებელს შესაბამისი რეაგირების/ზომების განხორციელების მიზნისათვის;
8.4.8. Helio.AI ვალდებულია მომხმარებლის, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის, მხრიდან კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, მიაწოდოს მომხმარებელს შესაბამისი აუცილებელი ინფორმაცია, მიიღოს შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები და ხელი შეუწყოს მომხმარებლის, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის,
მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას და ამ მიზნით გაუწიოს მომხმარებელს შესაბამისი გონივრული დახმარება;
8.4.9. Helio.AI აცხადებს, რომ მის ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში, ეკისრება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
8.4.10. Helio.AI აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მომხმარებელთან დავის წარმოშობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას და მომხმარებელს, როგორც დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს, დაუყოვნებლივ გადასცემს მის ხელთ არსებულ მონაცემებს;
8.4.11. მომხმარებლის მიერ პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში, Helio.AI შეწყვეტს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას და მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში დაუბრუნებს მომხმარებელს პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტამდე გადაცემულ/გაზიარებულ პერსონალურ მონაცემებს და გაანადგურებს ამგვარ მონაცემებს/მათ ასლებს წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესითა და ამავე პოლიტიკის პირობების დაცვით;
8.4.12. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის, წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს მომხმარებელსა (როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი) და Helio.AI-ს (როგორც მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი) შორის წერილობით შეთანხმებას.
9. უსაფრთხოება
9.1. Helio.AI რეგულარულად უზრუნველყოფს პლატფორმის ინფორმაციული უსაფრთხოების შემოწმებას/ტესტირებას, მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიცირებული მესამე პირის მიერ, საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად.
9.2. მონაცემების შესანახად Helio.AI იყენებს Amazon Web ServiceS (AWS) ქალაქ ფრანკფურტში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) განთავსებულ მონაცემთა ცენტრს. თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განსაზღვრულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პერსონალური მონაცემების გადაცემა უსაფრთხოა.
9.3. კანდიდატის მიერ პლატფორმაზე ატვირთული მონაცემები, მათ შორის, რეზიუმე, ატვირთვისთანავე იშიფრება, რაც უზრუნველყოფს, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, რეზიუმე, და მისი შინაარსი არ არის ხელმისაწვდომი Helio.AI-ს თანამშრომლებისთვის (გარდა იმ თანამშრომელთა შეზღუდული წრისათვის, რომელთათვისაც აუცილებელია მონაცემებზე წვდომა Helio.AI-ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით), და ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისათვის, რომელსაც წვდომა მიენიჭა მომხმარებლის მიერ.
9.4. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს Helio.AI-ს ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან (მათ შორის, პერსონალურ ან სხვა სახის მონაცემთა უსაფრთხოებასთან) დაკავშირებული ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, რომელიც მომხმარებლისათვის ცნობილი გახდა და შესაძლოა ახდენდეს გავლენას Helio.AI-ს სერვისებზე ან/და პლატფორმაზე. ამ მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია Helio.AI-ს მიაწოდოს ინციდენტთან დაკავშირებული ნებისმიერი რელევანტური დეტალი, მათ შორის, ინციდენტის ხასიათი და მისი პოტენციური გავლენა Helio.AI-ს სერვისებზე ან/და მომხმარებლის ინფორმაციაზე/მონაცემ(ებ)ზე. დამატებით, მომხმარებელი ვალდებულია ითანამშრომლოს Helio.AI-სთან ინციდენტის გამოძიების და გადაწყვეტის პროცესში, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია და გაუწიოს შესაბამისი მხარდაჭერა Helio.AI-ს ინციდენტის გამოძიების ან/და აღმოფხვრის პროცესში. ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით გამოიყენება ელ-ფოსტა: Hi@helio.ai.com
10. მომხმარებლის უფლებები
10.1. მომხმარებელს ან/და მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს:
10.1.1. მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მათ შორის: რა მონაცემები მუშავდება, მათი დამუშავების მიზანი და საფუძველი, მონაცემთა შეგროვების გზები/მოპოვების წყაროები, ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის ან ვადის განსაზღვრის კრიტერიუმის თაობაზე, ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ინფორმაცია ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია გაეცნოს მის შესახებ არსებულ მონაცემებს და მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების ასლის მიღება მე-12 მუხლში მითითებულ ელ-ფოსტაზე შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნით. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, Helio.AI კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მონაცემთა სუბიექტს აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
10.1.2. მოითხოვოს მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება ან დამუშავების შეწყვეტა. (შენიშვნა: თუ მომხმარებელი მოსთხოვს Helio.AI-ს მონაცემების მთლიან ან ნაწილობრივ წაშლას, ან მთლიანად ნაწილობრივ დამუშავების უფლების შეზღუდვას, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს სერვისების შეფერხება ან სერვისებით სარგებლობის შეწყვეტა (იხ. მუხლი 11)). ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მომხმარებლის მიერ მონაცემთა დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის წაყენება არ ახდენს გავლენას ამგვარი მოთხოვნის წაყენებამდე განხორციელებულ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, Helio.AI კისრულობს ვალდებულებას მოახდინოს ამგვარ მოთხოვნაზე რეაგირება (ან/და მიაწოდოს მონაცემთა სუბიექტს ინფორმაცია ამგვარ მოთხოვნასთან დაკავშირებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 11.3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში) მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. აღიშნული ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დამატებით, იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა სუბიექტი ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას, Helio.AI ვალდებულია კანონით დადგენილი წესით აცნობოს სუბიექტის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში. Helio.AI უფლებამოსილია უარი თქვას მონაცემთა დაბლოკვის შესახებ მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
10.1.3. უარი განაცხადოს მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებაზე. თუ მომხმარებელი უარს განაცხადებს მისი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებაზე, ეს უფლებას არ ართმევს Helio.AI-ის გამოიყენოს მომხმარებლის საკონტაქტო/საკომუნიკაციო მონაცემები მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწოდებლად. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, Helio.AI კისრულობს ვალდებულებას შეწყვიტოს მონაცემთა სუბიექტს მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში.
10.1.4. გაიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების/განმარტების გაცემის გარეშე და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიების შემთხვევაში დაუკავშირდეს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და მიმართოს სასამართლოს. მონაცემთა სუბიექტის მხრიდან გაცემული თანხმობის გახმობის შემთხვევაში Helio.AI იმოქმედებს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წესით.
10.1.5. გამოიყენოს წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში დასახელებული უფლებები Helio.AI-სთვის მე-12 მუხლში მითითებულ ელ-ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით გზით. შეტყობინება უნდა შეიცავდეს მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართს, მობილური ტელეფონის ნომერს. Helio.AI უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით. Helio.AI უფლებამოსილია უარი თქვას მომხმარებლის იმ მოთხოვნ(ებ)ის დაკმაყოფილებაზე, რომლებიც დაუსაბუთებელია, არაგონივრულად მეორდება ან გადაჭარბებულია.
11. მონაცემების დამუშავების შეწყვეტა
11.1. თუ მონაცემების დამუშავების შეწყვეტის საფუძველია მომხმარებლის/მონაცემთა სუბიექტის ან საკანონმდებლო მოთხოვნა, დამუშავების შეწყვეტა ან/და მონაცემების წაშლა/განადგურება (მოთხოვნის შესაბამისად) მოხდება გონივრულად მოკლე ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვა პირების უფლებების ან/და ინტერესების შელახვა.
11.2. მომხმარებლის ანგარიშის დეაქტივაციის შემთხვევაში (რა შემთხვევაშიც მომხმარებელი წყვეტს პლატფორმით სარგებლობას), ამგვარი დეაქტივაციიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში Helio.AI გაანადგურებს/წაშლის მომხმარებელთან დაკავშირებული მონაცემებს, გარდა წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის 11.3-11.4 მუხლებით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მონაცემების უფრო მოკლე ვადაში წაშლა, რა შემთხვევაშიც, მომხმარებლის მონაცემები Helio.AI-ს მიერ წაიშლება 11.1 მუხლით განსაზღვრულ ვადაში.
11.3. მონაცემთა სუბიექტის მიერ 11.1 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, Helio.AI უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უარი თქვას მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, Helio.AI ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს აცნობოს ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
11.4. დამატებით, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მომხმარებლის მონაცემების შენახვა და დამუშავება შესაძლებელია გაგრძელდეს Helio.AI-ს მიერ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მონაცემების შენახვა საჭიროა ბუღალტრული აღრიცხვის, დავის გადაწყვეტის, დანაშაულის თავიდან აცილების ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის მიზნით. ამასთან, კომპანია უფლებამოსილია ხელშეკრულების შეწყვეტამდე წერილობით მოითხოვოს Helio.AI-ის მხრიდან კომპანიის ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემების/ინფორმაციის შენახვის გაგრძელება, რა შემთხვევაშიც, მონაცემების შენახვა გაგრძელდება არაუმეტეს 60 (სამოცი) დღის ვადით ხელშეკრულების შეწყვეტიდან.
12. დასკვნითი დებულებები
12.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით მოქმედებს მომსახურების პირობებით გათვალისწინებული წესები.
12.2. მონაცემთა დაცვის საკითხებთან მიმართებით მომხმარებელსა და Helio.AI-ის შორის საკომუნიკაციოდ გამოიყენება შემდეგი ელ-ფოსტა: Hi@helio-ai.com
12.3. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. დოკუმენტის ქართულენოვან და ინგლისურენოვან ვერსიებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ენაზე შესრულებულ ვერსიას.

