მომსახურების პირობები

წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში „მომსახურების პირობები“) არეგულირებს პლატფორმა Helio.AI-ს [ხელმისაწვდომი ბმულზე: https://www.helio-ai.com/]. გამოყენების წესებსა და პირობებს. პლატფორმა Helio.AI წარმოადგენს რეკრუტინგის მენეჯმენტის ინოვაციურ სისტემას, რომელიც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. პლატფორმა ცალკეული პროცესების ავტომატიზაციის მიზნით იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. 

წინამდებარე მომსახურების პირობების არსებით და განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს:  კონფიდენციალურობის პოლიტიკა. აღნიშნულ დოკუმენტსა და მომსახურების პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება „კონფიდენციალურობის პოლიტიკით“,  განსაზღვრულ დებულებებს ან/და წესებს.  

Helio.AI უფლებამოსილია დამატებით მიიღოს/დაამტკიცოს დამატებითი პირობების ამსახველი დოკუმენტები, რომლებიც Helio.AI-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. აღნიშნული პირობები ავტომატურად გახდება წინამდებარე მომსახურების პირობების არსებითი და განუყოფელი შემადგენელი ნაწილი.  

პლატფორმის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე პირობებს. აღნიშნული პირობები ატარებს სამართლებრივ ძალას. თქვენ მიერ „ვეთანხმები“-ს მონიშვნა გულისხმობს, რომ გაეცანით დოკუმენტს, ადასტურებთ მას და აცნობიერებთ, რომ თქვენსა და Helio.AI-ს შორის ურთიერთობა დარეგულირდება ამ დოკუმენტის თანახმად. 

1. ტერმინთა განმარტება 

Helio.AI - იგულისხმება იურიდიული პირი შპს „ჰელიო აი“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი: 406404163, რომელიც ფლობს და წარმოადგენს ვებ-გვერდის https://www.helio-ai.com/ მესაკუთრეს, აქვს უფლებამოსილება მართოს პლატფორმა და განახორციელოს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული მომსახურება. 

1.2. პლატფორმა - პროგრამული უზრუნველყოფის და ვებ-გვერდის https://www.helio-ai.com/ ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს რეკრუტინგის პროცესის მართვას. პლატფორმა წარმოადგენს Helio.AI-ს საკუთრებას.

1.3. მომსახურება ან სერვისი/სერვისები - ის ფუნქციები, ოპერაციები, რომელთა განხორციელების საშუალებას პლატფორმა აძლევს კომპანიას. სერვისების ჩამონათვალი, სარგებლობის ფარგლები და საფასური განისაზღვრება კომპანიის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის ან/და Helio.AI-სა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. 

1.4. კომპანია - იურიდიული პირი, სხვა ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი,  ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა სამართლებრივი სუბიექტი, რომელიც ქმნის ანგარიშს პლატფორმაზე. 

1.5. კანდიდატი - ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმით რეკრუტინგის პროცესში ჩართულობისა და სამსახურის მოძიების მიზნით. 

1.6. მომხმარებელი - გულისხმობს კომპანიას. 

1.7. მესამე პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა სამართლებრივი სუბიექტი, გარდა მომხმარებლისა და Helio.AI-სა.

1.8. ანგარიში - პლატფორმაზე კომპანიის რეგისტრაციის შემდეგ, კომპანიის პირადი სივრცე, რომლის საშუალებითაც კომპანია სარგებლობს პლატფორმით და იყენებს ანგარიშთან დაკავშირებულ სერვისებს. 

1.9. სატარიფო გეგმა - კონკრეტული სერვისების ერთობლიობა, რომლის განსაზღვრული პერიოდით სარგებლობისათვის, კომპანია იხდის შესაბამის საფასურს. სატარიფო გეგმა ინდივიდუალურად განისაზღვრება შესაბამის კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. 

1.10. ელექტრონული ფოსტა - მომხმარებელთან დაკავშირებული და მის მფლობელობაში არსებული,  მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი. 

1.11. ტელეფონის ნომერი - მომხმარებელთან დაკავშირებული და მის მფლობელობაში არსებული,  მოქმედი შესაბამისი ტელეფონის ნომერი. 

1.12. შეთანხმება - წინამდებარე დოკუმენტი, “კონფიდენციალურობის პოლიტიკა”, და ყველა სხვა დოკუმენტის ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს მოხმარებელსა და Helio.AI-ს შორის არსებულ ურთიერთობას. 

1.20. რეკრუტინგი - პროცესების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს კანდიდატ(ებ)ის ძიებისა და მოზიდვის პროცესს. 

1.13. რეკრუტერი ან ავტორიზებული User-ი- კომპანიის თანამშრომელი/უფლებამოსილი ფიზიკური პირი, რომელიც კომპანიის სახელით სარგებლობს პლატფორმით, კომპანიის მხრიდან ჩართულია რეკრუტინგის პროცესში და ამავე პროცესში მოქმედებს კომპანიის სახელით და წარმოადგენს კომპანიის ინტერესებს. 

1.14. რეზიუმე - კანდიდატის მიერ ატვირთული ან/და რეკრუტერის მიერ კანდიდატთან დაკავშირებით შევსებული ინფორმაცია, რომელიც ეხება კანდიდატს, მის პროფესიულ გამოცდილებას, უნარებს,  დასაქმების ისტორიას და კანდიდატთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას, რომელიც, ასევე,  შესაძლოა შეიცავდეს კანდიდატის პერსონალურ ინფორმაციას. 

1.15. ვაკანსია - დასაქმებულის ან მომსახურების გამწევი პირის სამუშაოს, პოზიციის ან როლის აღწერილობა, რომელსაც კომპანია ქმნის ან/და განათავსებს პლატფორმის მეშვეობით. 

1.16. AI - ხელოვნური ინტელექტი (ინგ. Artificial Intelligence), რომელიც ჩაშენებულია პლატფორმაში და გამოიყენება პლატფორმის ცალკეული პროცესების ავტომატიზაციის მიზნით. 

1.17. არა - ავტორიზირებული სარგებლობა - ანგარიშის გამოყენება/ანგარიშთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობა იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ მინიჭებია მომხმარებლის მიერ. 

1.18. ანგარიშის მფლობელი - ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს კომპანიის სახელზე შექმნილი ანგარიშის მართვას/კონტროლს ან/და ანგარიშის მეშვეობით ახორციელებს ტრანზაქციებს პლატფორმაზე ან/და იყენებს პლატფორმას ანგარიშის მეშვეობით. 

1.19. მხარე - Helio.AI და მომხმარებელი მოხსენიებული ცალ-ცალკე.  

1.20. მხარეები - Helio.AI და მომხმარებელი მოხსენიებული ერთობლივად. 

2. ზოგადი დებულებები

2.1. Helio.AI თითოეულ კომპანიას მიაწვდის იმ მოცულობის სერვისებს, რასაც ითვალისწინებს შესაბამისი კომპანიის მიერ შერჩეული სატარიფო გეგმა და ავტორიზებული User-ების რაოდენობა  Helio.AI-სთან გაფორმებული შესაბამისი ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული მომსახურება ენიჭება თითოეულ კომპანიას ინდივიდუალურად და კომპანიას არ აქვს უფლება სერვისებით სარგებლობის უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირებს. 

2.2. ყოველი ანგარიშისათვის, შერჩეული სატარიფო გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია შესაბამისი ავტორიზებული User-ების რაოდენობა, ასევე, განსათავსებელი ვაკანსიების მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ფარგლებშიც რეკრუტერს საშუალება აქვს ატვირთოს/განათავსოს შესაბამისი ვაკანსიები. მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მხრიდან პლატფორმის  მეშვეობით განთავსებული ვაკანსიების რაოდენობა გადააჭარბებს სატარიფო გეგმით განსაზღვრულ მაქსიმალურ რაოდენობას, Helio.AI უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს სატარიფო გეგმის ან/და  პლატფორმით სარგებლობის საფასურის გადასინჯვა/ცვლილება. 

2.3. კომპანია პასუხისმგებელია რეკრუტერის მიერ ატვირთულ, გაზიარებულ, გავრცელებულ ინფორმაციაზე ან/და პლატფორმით სარგებლობისას კომპანიის მიერ გამოყენებულ მონაცემებზე.  Helio.AI-ის არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა რეკრუტერის ან/და კანდიდატის მიერ ატვირთულ, გაზიარებულ, გავრცელებულ ინფორმაციაზე ან/და პლატფორმით სარგებლობისას გამოყენებულ მონაცემებზე. 

2.4. კომპანია ვალდებულია პლატფორმით სარგებლობისას მის მიერ პერსონალური და სხვა სახის ინფორმაციის ან მონაცემების დამუშავებისას ან/და ნებისმიერი ფორმით გამოყენებისას დაიცვას მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონები, წესები ან/და რეგულაციები. კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით დეტალურად იხილეთ “კონფიდენციალურობის პოლიტიკა”. 

3. პლატფორმის გამოყენება და Helio.AI-ს სერვისები

3.1. პლატფორმა აერთიანებს როგორც კომპანიის მონაცემებს (კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს, რეკრუტინგის პროცესთან დაკავშირებურ სხვა მონაცემებს), ასევე, კანდიდატების რეზიუმეებს ან/და კანდიდატებთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს. 

3.2. პლატფორმის გამოყენების მიზნით, Helio.AI კომპანიას ანიჭებს წვდომას პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია განახორციელოს რეკრუტინგის პროცესის მართვა (მათ შორის,  ვაკანსიის განთავსება, კანდიდატების რეზიუმეების დამუშავება და ა.შ.), ასევე, რეკრუტინგულ პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების შენახვა.  

3.3. პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით Helio.AI-ს სერვისები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი სერვისებით: 

3.3.1. კომპანიის მიერ ვაკანსიის შექმნის ფუნქციონალის უზრუნველყოფა; 

3.3.2. კომპანიასთან დაკავშირებული ინფორმაციის განთავსების ფუნქციონალის უზრუნველყოფა; 

3.3.3. კომპანიის ანგარიშთან დაკავშირებით ავტორიზებული User-ების დამატების ფუნქციონალის უზრუნველყოფა წინამდებარე პირობების 4.4 მუხლის შესაბამისად; 

3.3.4. კანდიდატების შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, კანდიდატების რეზიუმეების)  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ავტორიზებული User-ებისთვის (ასეთის არსებობის  შემთხვევაში); 

3.3.5. კომპანიის რეკრუტინგულ პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების შენახვის უზრუნველყოფა წინამდებარე პირობების შესაბამისად; 

3.3.6. ვაკანსიასა და კანდიდატს შორის შესაბამისობის დადგენის მიზნით AI-ს მიერ გენერირებული ანგარიშის/რეპორტის/ტექსტის ხელმისაწვდომობა ან/და AI-ს მიერ კანდიდატების შეფასება/შესაბამისობის დადგენა პლატფორმის მეშვეობით ან/და სპეციალური თამაშის შედეგების მიხედვით; 

3.3.7. პლატფორმასა და კომპანიის შიდა სისტემებს შორის იმპლემენტაციის (API) უზრუნველყოფა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). 

3.4. რეკრუტინგის პროცესის ფარგლებში, რეკრუტერი აცხადებს ვაკანსიას, ამზადებს ვაკანსიის ტექსტს და აღნიშნულ ვაკანსიას ქმნის პლატფორმაზე კომპანიის შესაბამისი ანგარიშის მეშვეობით და  სურვილის შემთხვევაში განათავსებს სხვადასხვა არხებში. პლატფორმაზე კანდიდატის შესახებ ინფორმაციის შესავსებად რეკრუტერი უფლებამოსილია თავად შეიყვანოს კანდიდატის მონაცემები, ასევე, კანდიდატი უფლებამოსილია კონკრეტულ ვაკანსიასთან მიმართებით გააგზავნოს/ატვირთოს შესაბამისი მონაცემები პლატფორმაზე. 

3.5. შესაბამისი კანდიდატის მხრიდან ინფორმაციის პლატფორმაზე გაგზავნის/ატვირთვის შემდგომ,  რეკრუტერს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს კანდიდატის პროფილს, რომელიც მოიცავს კანდიდატის რეზიუმეს, პლატფორმის მეშვეობით გენერირებული თამაშის შედეგებს, ასევე, კანდიდატის მიერ პლატფორმაზე გაგზავნილ/ატვირთულ ინფორმაციას. 

3.6. ცალკეული პროცესების ავტომატიზაციის მიზნით, პლატფორმა იყენებს AI-ს, რომელიც გამოიყენება: (i) რეზიუმედან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებისა და (ii) კანდიდატის ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. AI ახდენს რეზიუმეს წაკითხვას და აბრუნებს პროცენტულ შეფასებას, რომელიც მოიცავს რელევანტურ ინფორმაციას კანდიდატის შესახებ (მათ შორის, კანდიდატის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საცხოვრებელი ქალაქი,  

სამუშაო გამოცდილება, უნარები). დამატებით, AI ახდენს კანდიდატის ვაკანსიასთან შესაბამისობას ვაკანსიის ტექსტსა და კანდიდატის რეზიუმედან მიღებული ინფორმაციის შედარების გზით. 

3.7. Helio.AI უფლებამოსილია დროდადრო განაახლოს პლატფორმის ფუნქციონალი ან/და შეთავაზებული სერვისები. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას ეცნობება შესაბამისი განახლებების  ძალაში შესვლისთანავე/გააქტიურებისთანავე.  

4. პლატფორმაზე რეგისტრაცია/ანგარიშის შექმნა, მომხმარებლის ვალდებულებები/პასუხისმგებლობა

4.1. თუ კომპანიას სურს მომხმარებლად რეგისტრაცია/ანგარიშის შექმნა, მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი გამოხატავს შესაბამის ნებას ანგარიშის შექმნასთან დაკავშირებით. ყოველგვარი  ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მომხმარებლის ანგარიში ფაქტობრივად იქმნება Helio.AI-ის მიერ, ხოლო ანგარიშთან დაკავშირებული წვდომის კოდები ეგზავნება კომპანიის შესაბამის  წარმომადგენელს. 

4.2. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, Helio.AI იტოვებს უფლებას ჩაატაროს შესაბამისი ვერიფიკაციის ან/და უსაფრთხოების პროცედურები კომპანიის მიერ ანგარიშის შექმნისას ატვირთული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ Helio.AI მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ ანგარიშის შექმნისას პლატფორმაზე ატვირთული ინფორმაცია არასწორი ან/და შეცდომაში შემყვანია, ან/და შესაძლოა არღვევდეს კანონმდებლობას ან/და წინამდებარე პირობებს, Helio.AI იტოვებს უფლებას გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში და შეწყვიტოს შესაბამისი მომსახურების გაწევა. 

4.2. ანგარიშის შექმნის შედეგად კომპანიას ენიჭება მომხმარებლის სტატუსი. კომპანიის ანგარიშიდან განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ითვლება კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებად.  კომპანია/კომპანიის სახელით მოქმედი რეკრუტერი ან/და კომპანიის ნებისმიერი თანამშრომელი,  რომელსაც წვდომა აქვს კომპანიის ანგარიშზე, ვალდებულია დაიცვას ანგარიშის პარამეტრები და არ დაუშვას მესამე პირ(ებ)ის მიერ ანგარიშზე წვდომა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მიიჩნევს, რომ მის ანგარიშზე წვდომა მოიპოვა მესამე პირმა, კომპანია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს Helio.AI-ს, რა შემთხვევაშიც Helio.AI დაუყოვნებლივ შეაჩერებს ან/და დაბლოკავს ანგარიშს. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, კომპანიას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ანგარიშის არაავტორიზებული წვდომის შემთხვევაში. 

4.4. ანგარიშის მფლობელ პირს უფლება აქვს Helio.AI-ის წარმომადგენელთან დააფიქსიროს შესაბამისი  მოთხოვნა მომხმარებლის ანგარიშთან დაკავშირებით ავტორიზებული User-ის დამატებისა და ამგვარი User-ისთვის სხვადასხვა ფუნქციების (მაგალითად, ვაკანსიის ტექსტის შექმნის,  რედაქტირების უფლება) მინიჭების თაობაზე. Helio.AI მოახდენს ანგარიშს მფლობელი პირის  შესაბამის მოთხოვნაზე რეაგირებას მოახდენს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში. ავტორიზებული  User-ის მიერ პლატფორმით სარგებლობისას, ავტორიზებულ User-ზე სრულად ვრცელდება 

შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები, ხოლო მის ქმედებებზე პასუხისმგებელია ანგარიშის მფლობელი პირი და კომპანია. 

4.5. კომპანია ვალდებულია სათანადოდ მოახდინოს მისი ანგარიშის კონფიგურაცია, გამოიყენოს კონტროლის და ვერიფიკაციის არსებული მექანიზმები (უსაფრთხოების მექანიზმების ჩათვლით),  ასევე, მიმართოს ზომებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებისთვის, დაცვისთვის, წაშლისთვის და სარეზერვო შექმნისთვის, მათ შორის,  უფლებამოსილი ავტორიზებული User-ების დაშვების კონტროლი, მონაცემების კონტროლი,  დოკუმენტების დაარქივების ან წაშლის კონტროლი. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს Helio.AI-ს მისი ანგარიშის არა-ავტორიზებულ გამოყენების, ან ასეთი გამოყენების საფრთხის თაობაზე. 

4.6. კომპანია ვალდებულია დაიცვას კანდიდატის მიერ პლატფორმაზე ატვირთული/განთავსებული ან/და გაგზავნილი ინფორმაცია კონფიდენციალურად და არ გაამჟღავნოს აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირებთან. 

4.6. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია/მონაცემები/კონტენტი/ვაკანსია ან/და კომპანიის მხრიდან პლატფორმის გამოყენების ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება: 

(i) არ არღვევდეს კანონმდებლობას (მათ შორის, მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობას)  ან/და მესამე პირის უფლებებს (მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს); 

(ii) არ ახდენდეს ძალადობის, სიძულვილის ან/და იმგვარი ქმედების წახალისებას, რომელიც არის ძალადობრივი, ამორალური, დეფამაციური ან ცილისმწამებლური; არ იწვევდეს პირის შევიწროებას; 

(iii) არ ახდენდეს არასწორი, არასრულყოფილი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას; 

(iv) არ ახდენდეს პლატფორმის მთლიანობის დარღვევას ან/და პლატფორმის ფუნქციონირების ხელშეშლას; დამატებით, განსაზღვრულია, რომ დაუშვებელია პლატფორმაზე ან მის რომელიმე ნაწილზე ავტომატიზირებული პროცესით (მათ შორის, ბოტით) შესვლა; 

(v) არ ახდენდეს პლატფორმაზე არსებულ ნებისმიერი სახის ავთენტიფიკაციის ან უსაფრთხოების ზომებზე ზემოქმედებას;

(vi) არ ახდენდეს პლატფორმაზე არსებული Helio.AI-ის კუთვნილი ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის თუ საკუთრებაში არსებული არამატერიალური აქტივის ცვლილებას ან/და მოშორებას; 

(vii) არ ახდენდეს პროგრამული უზრუნველყოფის ვირუსების ან სხვა მავნე ან მავნე კომპიუტერული კოდის, ფაილების, სკრიპტების, აგენტების ან პროგრამების შემცველი მასალის გადაცემა. დამატებით, განსაზღვრულია, რომ მომხმარებელმა არ უნდა შეცვალოს,  თარგმნოს ან შექმნას წარმოებული ნამუშევრები რაც გამოიწვევს ან/და დაეხმარება მომხმარებელს ან მესამე პირს პლატფორმის ან მისი რომელიმე ობიექტის კოდის, სორს კოდის ან ძირითადი იდეების თუ ალგორითმების აღმოჩენაში.  

4.7. მომხმარებელი პასუხისმგებელია: 

(i) პლატფორმით სარგებლობასთან დაკავშირებით გამოყენებული მოწყობილობების,  ქსელების და სხვა გამომთვლელი რესურსების მუშაობაზე და უსაფრთხოებაზე. 

(ii) მომხმარებლის მიერ მისი ანგარიშის, ვერიფიკაციისთვის/შესვლისთვის საჭირო რეკვიზიტების (მაგალითად, პაროლი, ტელეფონის ნომერი) კონფიდენციალურად დაცვაზე. 

(iii) უსაფრთხო ინტერნეტ კავშირზე. 

(iv) განთავსებული ვაკანსიის ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის შინაარსზე.  

4.8. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, Helio.AI არ ახდენს კომპანიის ან/და კანდიდატის მიერ პლატფორმის გამოყენებისას განთავსებული, ატვირთული, გაგზავნილი ინფორმაციის/მონაცემების/კონტენტის/დოკუმენტების სისწორის, სრულყოფილების ან/და აკურატულობის შემოწმებას. აღნიშნულ ინფორმაციასთან/მონაცემებთან, კონტენტთან თუ დოკუმენტებთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის კომპანიას ან/და კანდიდატს. დამატებით, იმ შემთხვევაში, თუ Helio.AI დაადგენს/მიიჩნევს, რომ კომპანიის ან/და კანდიდატის მიერ პლატფორმაზე ატვირთული/გაგზავნილი/განთავსებული ინფორმაცია/კონტენტი/მონაცემები/დოკუმენტები ეწინააღმდეგება წინამდებარე პირობებს ან/და მოქმედ კანონმდებლობას, Helio.AI იტოვებს უფლებას წაშალოს ან/და უარი თქვას ამგვარი ინფორმაციის/კონტენტის/მონაცემების/დოკუმენტების განთავსებაზე და, დარღვევის სიმძიმიდან ან/და სიხშირიდან გამომდინარე გააუქმოს შესაბამისი მომხმარებლის ანგარიში და შეწყვიტოს მომსახურება. 

4.9. მომხმარებლის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ან/და პირობების დარღვევის შემთხვევაში, Helio.AI იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან/და გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში ან/და შეუწყვიტოს მომხმარებელს სერვისის მიწოდება. დამატებით,  მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს Helio.AI-ს წინამდებარე შეთანხმების დარღვევის სავარაუდო ფაქტ(ებ)ის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი სავარაუდო ფაქტ(ებ)ის შესახებ ცნობილი გახდება მომხმარებლისათვის.

5. ფასი და ანგარიშსწორება

5.1. პლატფორმით სარგებლობის საფასური დამოკიდებულია შესაბამის სატარიფო გეგმაზე, რომელიც განისაზღვრება კომპანიასა და Helio.AI-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. სატარიფო გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს საფასურის გადახდას ანგარიშთან დაკავშირებული ავტორიზებული  User-ების რაოდენობის მიხედვით. თითოეული სატარიფო გეგმით განსაზღვრულია იმ სერვისების ჩამონათვალი, რომელსაც მოიცავს შესაბამისი სატარიფო გეგმა.

5.2. კომპანიის მიერ არჩეული სატარიფო გეგმით განსაზღვრული გადასახდელის გადახდა ხდება წინასწარ, შესაბამისი პერიოდის დაწყებისთანავე. გადახდის განხორცილების დროს კომპანია ვალდებულია გამოიყენოს მხოლოდ გადახდის ლეგალური და ვალიდური საშუალებები (მაგალითად, საგადახდო/საბანკო/ ბარათები) და სწორად და ზუსტად მიაწოდოს Helio.AI-ს ინფორმაცია გადახდის საშულებების შესახებ. 

5.3 გადახდის მოთხოვნის (ინვოისი) ან/და გადახდის განხორცილების საშუალების/წესის/ფორმის ცალმხრივად განსაზღვრის უფლებამოსილება გააჩნია Helio.AI-ს. აღნიშნული საშუალება/წესი/ფორმა შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს Helio.AI-ს მიერ. Helio.AI-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეასწოროს/შეცვალოს გადახდის მოთხოვნის ან ან/და გადახდის განხორცილების შესახებ დოკუმენტი, თუ აღმოჩენილ იქნა ხარვეზი ან შეცდომა მათ შინაარსში. 

5.4. თუ კომპანია არ ეთანხმება გადახდის მოთხოვნას ან გადახდას, იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე შესახებ შეატყობინოს Helio.AI-ს, შესაბამისი დოკუმენტის მისთვის გაგზავნიდან ან/და გადახდიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ჩაითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება გადახდას/გადახდის მოთხოვნას. 

5.5. Helio.AI-ს უფლება აქვს პერიოდულად დააწესოს ფასდაკლებები და სხვა სახის შეღავათები, თუმცა აღნიშნული არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ეს ფასდაკლება/შეღავათი იმოქმედებს მუდმივად. შესაბამისად, ფასდაკლება/შეღავათი იმოქმედებს იმ პირობებით და ვადით, რომელიც განსაზღვრული იქნება თავად Helio.AI-ს მიერ. ამასთან, თუ ფასდაკლება/შეღავათი ეხება სატარიფო გეგმას, იგი იმოქმედებს სატარიფო გეგმის პირველი შეძენისას. 

5.6. Helio.AI პასუხს არ აგებს არავითარ გადასახადზე თუ მოსაკრებელზე, საბანკო გადარიცხვის საკომისიოზე და სხვა ხარჯზე, თუ ასეთი გადასახადი, მოსაკრებელი, საკომისიო ან/და ხარჯი წარმოეშვა/წარმოეშობა კომპანიას გადახდის განხორციელებისას. სატარიფო გეგმის შესაბამისი თანხა Helio.AI-მ უნდა მიიღოს სრულად, ყოველგვარი გამოქვითვის გარეშე. Helio.AI პასუხს არ აგებს იმ საგადასახადო ტვირთზე რომელიც შეიძლება წარმოეშვას კომპანიას საცდელი პერიოდით ან სხვა, Helio.AI-ს მიერ შეთავაზებული ფასდაკლებით ან/და შეღავათით სარგებლობისას. 

5.7. Helio.AI-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს სატარიფო გეგმით განსაზღვრული ტარიფები,  ამასთან, ცვლილება არ შეეხება იმ სატარიფო გეგმას, რომლითაც სარგებლობს კომპანია და ცვლილება აისახება სატარიფო გეგმით სარგებლობის გაგრძელების (განახლების) მომენტში. 

6. პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა და შესაბამისი შედეგები

6.1. პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა ხდება შემდეგ შემთხვევებში:  

(i) თუ არ მოხდა კომპანიის მიერ პლატფორმით სარგებლობის საფასურის გადახდა მის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის მიხედვით და Helio.AI-ს მიერ განსაზღვრულ ვადებში;  

(ii) კომპანია არ აგრძელებს (ანახლებს) სატარიფო გეგმას;  

(iii) კომპანია თავად აუქმებს პლატფორმით სარგებლობის უფლებას („ანგარიშის გაუქმება“), ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა გაუქმების შესახებ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს Helio.AI-ს შემდეგ მისამართზე - hi@helio-ai.com  

(iv) მომხმარებლის მიერ წინამდებარე პირობებით, ინდივიდუალური ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო სარგებლობის უფლება წყდება Helio.AI-ს გადაწყვეტილებით;

(v) თუ Helio.AI ჩათვლის, რომ მომხმარებლის (ან ავტორიზებული User-ის) მიერ სერვისებით სარგებლობის გაგრძელება Helio.AI-ს უქმნის სამართლებრივ რისკებს, ან წარმოადგენს საფრთხეს Helio.AI სერვისებისთვის ან/და მომხმარებლებისთვის. 

6.2. წინამდებარე მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრულ (iv) და (v) შემთხვევაში, სარგებლობის უფლების შეწყვეტის დროს (a) Helio.AI არ არის ვალდებული წინასწარ შეატყობინოს მომხმარებელს;  და (b) Helio.AI უფლებამოსილია მომავალში უარი განაცხადოს მომხმარებლისათვის სერვისების მიწოდებაზე. 

6.3. ნებისმიერი საფუძვლით პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი თანხები Helio.AI-ს მიერ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. ნებისმიერი საფუძვლით პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტა კომპანიას არ ათავისუფლებს იმ თანხების (მათ შორის,  მაგრამ არა მხოლოდ, სარგებლობის საფასური, ზიანი და ა.შ.) გადახდის ვალდებულებებისაგან,  რომლის სამართლებრივი საფუძველი წარმოიშვა შეწყვეტის თარიღამდე. 

6.4. Helio.AI უფლებამოსილია, მაგრამ არ არის ვალდებული, გადახდის ვადის გადაცილების შემდეგ მოხმარებელს მისცეს პლატფორმით სარგებლობის უფლება ვადის გადაცილების თარიღიდან 10  (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, თუ გადახდის თარიღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში კომპანიის მიერ არ მოხდა პლატფორმით სარგებლობის განახლება (სატარიფო გეგმის შეძენა), მას ეზღუდება ანგარიშით ან/და მისი ცალკეული ფუნქციონალით სარგებლობა. 

6.5. თუ გადახდის ვადის გადაცილების ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით პლატფორმით სარგებლობის უფლების შეწყვეტიდან, 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ არ მოხდა პლატფორმით სარგებლობის განახლება, ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, Helio.AI უფლებამოსილია მოახდინოს კომპანიის ანგარიშში არსებული სრული ინფორმაციის/მონაცემების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, დოკუმენტების, შაბლონების, კონფიგურაციების) წაშლა. ამასთან, 10 (ათი) კალენდარული დღიანი ვადის გასვლამდე 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე Helio.AI კომპანიას ატყობინებს/ახსენებს აღნიშნული ვადის ამოწურვის შესახებ. დამატებით განსაზღვრულია, რომ წინამდებარე მუხლში მითითებული ვადის [10 (ათი) კალენდარული დღე]  ამოწურვამდე ნებისმიერ დროს კომპანია უფლებამოსილია გადმოწერის ფუნქციონალის გამოყენებით გადმოტვირთოს მის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია ან/და მონაცემები. დამატებით, კომპანია უფლებამოსილია წინამდებარე მუხლში მითითებული ვადის [10 (ათი) კალენდარული დღე] ამოწურვამდე ნებისმიერ დროს წერილობით მოთხოვნის საფუძველზე მოსთხოვოს Helio.AI-ს პლატფორმაზე კომპანიის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგზავნა, რა შემთხვევაშიც Helio.AI ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში კომპანიას გაუგზავნის კომპანიის ანგარიშთან დაკავშირებულ ინფორმაციას/მონაცემებს. 

6.6. ნებისმიერი საფუძვლით პლატფორმით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში, Helio.AI წაშლის ანგარიშთან დაკავშირებულ მონაცემებს/ინფორმაციას, მათ შორის, შესაბამის კანდიდატებთან ან/და ვაკანსიებთან დაკავშირებული მონაცემებს, წინამდებარე მომსახურების პირობებითა და  „კონფიდენციალურობის პოლიტიკით“ დადგენილი წესით და Helio.AI-ს არ დაეკისრება წაშლამდე არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღდგენის ან/და მომხმარებლისათვის მიწოდების ვალდებულება ან/და რაიმე სახის პასუხისმგებლობა. 

6.7. პლატფორმით სარგებლობის უფლების გაუქმება შესაძლებელია მოითხოვოს მხოლოდ უშუალოდ მომხმარებელმა, რომელიც წინამდებარე მომსახურების პირობების 4.1 მუხლის შესაბამისად ქმნის ანგარიშს ან/და წარმოადგენს ანგარიშის მფლობელს. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე მომხმარებელი დაამატებს ცალკეულ ავტორიზებულ User-ებს, აღნიშნულ User-ებს არ აქვთ უფლებამოსილება მოითხოვონ პლატფორმით სარგებლობის უფლების გაუქმება.

7. ინტელექტუალური საკუთრება

7.1. პლატფორმა წარმოადგენს Helio.AI-ს ინტელექტუალურ საკუთრებას და პლატფორმასთან დაკავშირებით ნებისმიერი და ყველა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის Helio.AI-ს. წინამდებარე მომსახურების პირობების არც ერთი დებულება არ უნდა იქნეს  განმარტებული, როგორც მომხმარებელზე რაიმე სახის ინტელექტუალური უფლების გადაცემა  ან/და ამგვარი გადაცემის საფუძველი.  

7.2. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ პლატფორმის გამოყენებისას იგი არ დაარღვევს Helio.AI ს ინტელექტუალურ საკუთრებას და არ განახორციელებს პლატფორმის/ვებ-გვერდის დეკომპილაციას, რევერსიულ ინჟინერიას (ინგ. reverse engineering), დაშლას (ინგ. disassemble) ან იმგვარ ქმედებას, რომელიც გამოიწვევს პლატფორმის/ვებ-გვერდის საწყისი კოდის (ინგ. source code) მიღებას/ამოღებას ან/და Helio AI-ს ინტელექტუალური საკუთრების დარღვევას. დამატებით,  განსაზღვრულია, რომ მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს პლატფორმის გაყიდვა, გაქირავება, იჯარით გაცემა ან სხვაგვარი გადაცემა ნებისმიერი მესამე პირისთვის, მათ შორის, მესამე პირთათვის პლატფორმაზე მომხმარებლის და პაროლის გამჟღავნების გზით დაშვების მიცემა. 

7.3. პლატფორმაზე არსებული მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები, გარდა მომხმარებლის მიერ ატვირთული ინფორმაცია, ასევე, გარდა, კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციისა,  წარმოადგენს Helio.AI-ს საკუთრებას და მომხმარებელს არა აქვს მათი გამოყენების ან გავრცელების უფლება Helio.AI-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. 

7.4. პლატფორმაზე განთავსებული სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, ნიშნები (შემდგომში „სავაჭრო ნიშნები“)  წარმოადგენს Helio.AI-ს საკუთრებას და მომხმარებელს არ აქვს მათი გამოყენების, მითითების ან გავრცელების უფლება Helio.AI-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ამასთან, შესაძლოა  პლატფორმაზე განთავსდეს იმ კომპანიის სავაჭრო ნიშნები, რომელიც პლატფორმის მეშვეობით  ქმნის ან/და განათავსებს შესაბამის ვაკანსიას. დამატებით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას და ადასტურებს, რომ Helio.AI უფლებამოსილია მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენოს მომხმარებლის სახელი, დასახელება, სავაჭრო ნიშნები (მათ შორის, ვებ-გვერდზე https://www.helio-ai.com/ ან/და Helio.AI-ს საპრეზენტაციო სლაიდ(ებ)ზე)  და მარკეტინგულ კომუნიკაციაში მოიხსენიოს მომხმარებელი, როგორც Helio.AI-ს კლიენტი. 

7.5. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის მიერ პლატფორმაზე ატვირთული ინფორმაცია/მონაცემები ან/და ატვირთული დოკუმენტი არ არღვევდეს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და არ შეიცავდეს ისეთ ინფორმაციას/ნიშნებს/გამოსახულებებს ან სხვა სახის შინაარს, რომელიც გამოიწვევს აღნიშნული უფლებების დარღვევას.  

7.6. Helio.AI ეყრდნობა დაშვებას, რომ კომპანიის ან/და კანდიდატის მიერ პლატფორმაზე ატვირთულ მონაცემებთან/ინფორმაციასთან ან/და დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებით არსებული უფლებები და სხვა ნებისმიერი უფლება ეკუთვნის შესაბამისად კომპანიას ან კანდიდატს. შესაბამისად, Helio.AI არ არის პასუხისმგებელი/ვალდებული შეამოწმოს დოკუმენტთან დაკავშირებული უფლებების (მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების) დაცულობის ან/და ამ უფლებების გამოყენების მართლზომიერების საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას ან/და კანდიდატს. 

7.7. გარდა წინამდებარე მომსახურების პირობებით ან/და მომხმარებელთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებით პირდაპირ მინიჭებული უფლებებისა, მომხმარებელს არ აქვს სხვა უფლება პირდაპირ, ნაგულისხმევად თუ სხვაგვარად. ყველა უფლება, რომელიც პირდაპირ არ განისაზღვრება წინამდებარე მომსახურების პირობებით ან/და ხელშეკრულებით რჩება Helio.AI-ის.  

ყველა უფლება, საკუთრება და ინტერესი პლატფორმაზე, Helio.AI-ის მიერ მომსახურებებთან დაკავშირებით გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე არის და რჩება Helio.AI-ს ან/და მისი ლიცენზიების გამცემის ექსკლუზიურ საკუთრებაში, და წინამდებარე პირობების არც ერთი დებულება არ ანიჭებს მომხმარებელს უფლებამოსილებას ჰქონდეს წვდომა ნებისმიერ ასეთი პროგრამული უზრუნველყოფის ასლებზე, კოდზე ან სხვა მატარებელზე. მომხმარებელზე არ გადადის პლატფორმასთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. 

8. პასუხისმგებლობის გამორიცხვა/შეზღუდვა

8.1. Helio.AI არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ატვირთული/გაგზავნილი/შექმნილი/მიღებული ვაკანსიის ან/და დოკუმენტის შინაარსზე, მის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ან/და მისგან წარმოშობილ უფლება/მოვალეობებზე. ამასთან,  განსაზღვრულია, რომ Helio.AI: (i) არ ახდენს ვაკანსიის ტექსტის შემოწმებას ან/და შესაბამისობის დადგენას; (ii) არ ახდენს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორის ან/და სრულყოფილების გადამოწმებას; და (iii) არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე ან/და სრულყოფილებაზე.  

8.2. Helio.AI არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც კომპანიის ან/და კანდიდატის სახელით მოქმედი პირი. აქვე, ექსპლიციტურად არის გაცხადებული, რომ Helio.AI მხოლოდ ახორციელებს რეკრუტინგის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერა/უზრუნველყოფას. ამასთან, Helio.AI არც ერთ შემთხვევაში არ ერთვება ან/და არ მონაწილეობს კანდიდატსა და კომპანიას შორის არსებულ მოლაპარაკებაში ან/და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.  

დამატებით, Helio.AI არ არის პასუხისმგებელი კომპანიის ან/და კანდიდატის მხრიდან რაიმე სახის ვალდებულების დარღვევის ან/და კომპანიასა და კანდიდატს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში. 

8.3. Helio.AI არ არის პასუხისმგებელი არავითარ ზიანზე, ხარჯზე თუ დანაკარგზე ანგარიშის არა ავტორიზებული გამოყენების შემთხვევაში. 

8.4. მომხმარებელი ვალდებულია Helio.AI დაიცვას მესამე პირების საჩივრებისგან, ვალდებულებისგან და აუნაზღაუროს Helio.AI-ს ნებისმიერი ზიანი, დანაკარგი და ხარჯების (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ადვოკატის ხარჯები), რომლებიც უკავშირდება: (ა) მომხმარებლის (მათ შორის,  ავტორიზებული User-ის) მიერ პლატფორმით სარგებლობას (ბ) ინდივიდუალური ხელშეკრულების, შეთანხმების ან/და წინამდებარე პირობების დარღვევას მომხმარებლის მიერ; (გ)  მომხმარებლის მიერ რომელიმე მესამე პირის ინტელექტუალური ან სხვა უფლებების დარღვევას;  ან/და (დ) Helio.AI-ს სერვისების ფარგლებში დამუშავებული მონაცემების სახეობას და შინაარს. 

8.5. შესაძლოა Helio.AI-მ პლატფორმაზე განათავსოს მესამე პირების სერვისების ან/და რესურსების ბმულები, რომლებსაც Helio.AI ვერ აკონტროლებს. Helio.AI არ იძლევა გარანტიას მესამე პირის შინაარსის და მომსახურების ხარისხზე, შესაფერისობაზე, გამართულობაზე და კანონიერებაზე.  ამასთან, Helio.AI-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამგვარი მესამე პირ(ებ)ის სერვისების და რესურსების ბმულების შინაარსზე, მომსახურების ხარისხზე, შესაფერისობაზე, გამართულობასა ან/და კანონიერებაზე. 

8.6. Helio.AI-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა კომპანიის ან/და კანდიდატის ქმედებებთან დაკავშირებით. ამასთან, Helio.AI არ არის პასუხისმგებელი/ვალდებული ჩაერთოს კომპანიასა და კანდიდატს შორის არსებულ კომუნიკაციაში ან/და უზრუნველყოს მხარეთა შორის არსებული კომუნიკაციის ფასილიტაცია, ან/და მიაწოდოს კომპანიას ან/და კანდიდატს რაიმე სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტი. დამატებით, Helio.AI არც ერთ შემთხვევაში არ იღებს რაიმე სახის პასუხისმგებლობას ან/და გასცემს რაიმე სახის გარანტიას რეკრუტინგის პროცესის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით. 

8.7. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მოახდენს პლატფორმიდან (მომხმარებლის ანგარიშიდან) რაიმე ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წაშლას, Helio.AI-ს სისტემაში აღნიშნული ავტომატურად აისახება (შესაბამისი ფაილი და მისი თანმდევი დოკუმენტები ასევე წაიშლება) და Helio.AI არ შეიძლება იყოს კომპანიის მიერ წაშლილი დოკუმენტის აღდგენაზე პასუხისმგებელი. 

8.8. პლატფორმა და Helio.AI-ის ყველა სამუშაო პროდუქტი მოწოდებულია „როგორც არის“ („as is”)  კონდიციაში. გარდა წინამდებარე მომსახურების პირობებში ან/და მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული დათქმებისა, Helio.AI არ იძლევა სხვა გარანტიებს, გამოხატულს თუ ნაგულისხმევს, პლატფორმის კომერციულ მიზნებთან,  დანიშნულებებთან ან შედეგიანობასთან მიმართებით. 

8.9. მომხმარებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ Helio.AI-ს არ გაუცია და არ გაუწევს მომხმარებელს იურიდიულ რჩევას, კონსულტაციას დასაქმებასთან, მონაცემთა კონფიდენციალურობასთან ან სხვა შესაბამის კანონებთან, წესებთან თუ რეგულაციებთან დაკავშირებით და არც მომხმარებელი განიხილავს Helio.AI კომუნიკაციებს, შაბლონებს, საუკეთესო პრაქტიკას ან სხვა მსგავს დოკუმენტაციას იურიდიულ კონსულტაციად. 

8.10. მხარეები თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ Helio.AI-ს პასუხისმგებლობა შეთანხმებიდან ან/და წინამდებარე პირობებიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოთხოვნასთან მიმართებით შეზღუდულია და შემოიფარგლება მხოლოდ შესაბამისი მოთხოვნის წარმოშობამდე ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში კომპანიის მიერ Helio.AI-სთვის გადახდილი პლატფორმით სარგებლობის საფასურის ჯამური ოდენობით.

9. განცხადებები და გარანტიები პლატფორმით სარგებლობასთან და დოკუმენტის შინაარსთან დაკავშირებით.

9.1. პლატფორმაზე რეგისტრაციით და პლატფორმით სარგებლობით მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ: 

9.1.1. მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ატვირთულ, გაგზავნილ, მიღებულ ინფორმაციაზე ან/და დოკუმენტზე და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მომხმარებელი და მათი ატვირთვით/გაგზავნით/შექმნით/მიღებით: (1) ის არ არღვევს სხვა პირის ინტელექტუალური თუ სხვა სახის უფლებას, კანონს, კანონქვემდებარე აქტებს, სასამართლოს გადაწყვეტილებას, მესამე პირთა უფლებებს თუ სხვა შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნას და რეგულაციას; (2) მიზნად არ ისახავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას ან ასეთი ქმედების დაგეგმვას; (3) არ ახორცილებს მესამე პირების კანონიერი უფლებების დარღვევას/შელახვას; (4) არ იწვევს ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის დარღვევას/თავის არიდებას ან/და არ იწვევს ფულის გათეთრებისათვის საფუძვლების შექმნას; ან/და (5) არ ავრცელებს კომპიუტერულ ვირუსს ან სხვა სახის საფრთხეს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს მესამე პირები ან/და დაარღვიოს მათი უფლებები; 

9.1.2. არის უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი იურიდიული პირი; 

9.1.3. მის მიერ Helio.AI-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის სწორი, ზუსტი და არ არის შეცდომაში შემყვანი; 

9.1.4. მოპოვებული აქვს ნებისმიერი და ყველა თანხმობა/ნებართვა/უფლებამოსილება, რაც შეიძლება საჭირო იყოს მის მიერ პლატფორმით სარგებლობისათვის (მათ შორის,  მოპოვებული აქვს კანდიდატ(ებ)ის შესაბამისი თანხმობა პერსონალური მონაცემების  დამუშავებასთან დაკავშირებით); 

9.1.5. კომპანიის შემთხვევაში, პირი, რომელიც ქმნის და მართავს ანგარიშს, უფლებამოსილია წარმოადგინოს/იმოქმედოს იურიდიული პირის სახელით; 

9.1.6. პლატფორმით სარგებლობა არ არღვევს მის მიერ სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას/კანონქვემდებარე თუ საკანონმდებლო აქტს/შიდა კორპორაციულ წესს და რეგულაციას; 

9.1.7. არ გამოიყენებს პლატფორმას არალეგალური/კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის; 

9.1.8. არ იყენებს პლატფორმას მესამე პირებისათვის Spam ან/და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნისათვის. 

9.1.9. არ გამოიყენებს პლატფორმას “ფინანსური პირამიდის” შექმნის მიზნებისათვის და ამ მიზნით მესამე პირების მოზიდვისათვის. 

9.1.10. არ გამოიყენებს პლატფორმას კომპიუტერული ვირუსების გავრცელების ან/და სხვა ისეთი ელექტრონული ჩარევისთვის, რამაც შეიძლება დააზარალოს პლატფორმა, მესამე პირები,  სხვა მომხმარებლები, შეაღწიოს სხვა პირის პირად ელექტრონულ სივრცეში ან/და არალეგალურად მოიპოვოს პირადი, კომერციული თუ სხვა სახის ინფორმაცია. 

9.1.11. პლატფორმით არ ისარგებლებს სხვა პირის სახელით ან/და ისეთი რეკვიზიტებით (სახელი,  გვარი, ელ. ფოსტა, ლოგოს გამოყენება და ა.შ.), რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს აღრევა ან შეცდომაში შეყვანა მომხმარებლის ვინაობასთან დაკავშირებით. 

9.1.12. არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს/ელ.ფოსტას/საიდენტიფიკაციო მონაცემებს. 9.1.13. პასუხისმგებელია მის მიერ სერვისების გამოყენებაზე. 

9.1.14. პასუხისმგებელია, რომ კონფიდენციალურად შეინახოს მომხმარებლის სახელი და პაროლი და არ მისცეს მესამე პირებს ანგარიშის არა-ავტორიზებული სარგებლობის უფლება. 

9.1.15. დაუყოვნებლივ შეატყობინებს Helio.AI-ს თუ დაფიქსირდება მისი ანგარიშის არა ავტორიზებული გამოყენება ან შეიქმნება ასეთი გამოყენების საფრთხე. 

9.1.16. არ განახორციელებს იმგვარ ქმედებას, რომელიც იწვევს/შესაძლოა გამოიწვიო პლატფორმის ცალკეული ფუნქციონალ(ებ)ის (მათ შორის, პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციონალ(ებ)ის) მოშლას, განადგურებას,  დაზიანებას, მწყობრიდან გამოყვანას ან/და სხვაგვარ ხელშეშლას. 

9.1.17. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ Helio.AI არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე ატვირთული/გაგზავნილი/შექმნილი/მიღებული ვაკანსიის ან/და დოკუმენტის შინაარსზე, მის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ან/და მისგან წარმოშობილ უფლება/მოვალეობებზე. ამასთან, მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ Helio.AI: (i) არ ახდენს ვაკანსიის ტექსტის შემოწმებას ან/და შესაბამისობის დადგენას; (ii) არ ახდენს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორის ან/და სრულყოფილების გადამოწმებას; და (iii) არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე ან/და სრულყოფილებაზე მისგან წარმოშობილ უფლება/მოვალეობებზე. ამასთან, მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ Helio.AI: (i) არ ახდენს ვაკანსიის ტექსტის შემოწმებას ან/და შესაბამისობის დადგენას; (ii) არ ახდენს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორის ან/და სრულყოფილების გადამოწმებას; და (iii) არც ერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე ან/და სრულყოფილებაზე. 

10. ფორს-მაჟორი

10.1. გარდა საფასურის გადახდის ვალდებულებისა, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის ფორს-მაჟორის შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ფორს მაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია მეორე მხარეს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია  ამგვარი გარემოების დადგომიდან გონივრულ ვადაში (თუმცა, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა). 

10.2. ფორს მაჟორად განიხილება მხარეთათვის გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები, რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ, რომლებიც ერთობლივად აკმაყოფილებენ შემდეგ წინაპირობებს: ა] არ არსებობდა შეთანხმების ან/და ინდივიდუალური ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტისათვის ბ] მხარეებს არ შეეძლოთ წინასწარ ევარაუდათ გ] პირდაპირ და უშუალოდ შეუძლებელს ხდის მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას ან უფლების რეალიზებას. 

10.3. თუ ნებისმიერმა ზემოთნახსენებმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროს თანაბარზომიერად გაიზრდება.  

10.4. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ ფორს-მაჟორული გარემოებების ამოწურვის შემდგომ მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ ფორს-მაჟორული გარემოებების შედეგად გადავადებული ვალდებულებები.

11. გამოსაყენებელი სამართალი და დავის გადაწყვეტა

11.1. სადავო საკითხის არსებობის შემთხვევაში, სხვა ზომების მიღებამდე მომხმარებელი მიზანშეწონილია დაუკავშირდეს Helio.AI-ს შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე - hi@helio-ai.com, მოკლედ აღწეროს პრეტენზიის საგანი, მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია (ასევე, მომხმარებლის სახელი, თუ პრეტენზია უკავშირდება მომხმარებლის ანგარიშს). 

11.2. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში შეთანხმებიდან წარმოშობილი ნებისმიერი და ყველა დავა განიხილება და გადაწყდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. 

11.3. შეთანხმება ან/და მასთან დაკავშირებული ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერი საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 

12.  ცვლილებები და შეტყობინებები

12.1. Helio.AI უფლებამოსილია დროდადრო ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე დოკუმენტში, რაც გულისხმობს, რომ შეცვლილი პირობები ავტომატურად გავრცელდება მომხმარებელზე და ექნება სავალდებულო სამართლებრივი ძალა. ყოველგვარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აგრძელებს პლატფორმით სარგებლობას Helio.AI-ს მიერ წინამდებარე დოკუმენტში ცვლილებ(ებ)ის შეტანის შემდგომ, ითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულ შეცვლილ/განახლებულ პირობებს. 

12.2. პირობების შეცვლის შესახებ მომხმარებელს ეცნობება პლატფორმაზე შესვლისას/ავტორიზაციისას.  შეტყობინების ფორმის შერჩევა წარმოადგენს Helio.AI-ს უფლებამოსილებას. 

12.3. Helio.AI მომხმარებელთან საკომუნიკაციოდ გამოიყენებს რეგისტრირებულ ელ. ფოსტას,  ტელეფონის ნომერს და მომხმარებლის ანგარიშს. რეგისტრირებულ ელ. ფოსტაზე, ტელეფონის ნომერზე ან მომხმარებლის ანგარიშზე შეტყობინების გაგზავნა ითვლება სამართლებრივი ძალის მქონე ნების გამოვლენად. 

12.4. მომხმარებელი Helio.AI-სთან საკომუნიკაციოდ გამოიყენებს ელ-ფოსტას: hi@helio-ai.com.

13. დასკვნითი დებულებები

13.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირ(ებ)ს გადასცეს შეთანხმებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება. 

13.2. ერთ-ერთი მხარის მხრიდან შეთანხმების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება შეთანხმების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე. 

13.3. შეთანხმების რომელიმე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად შეთანხმების ან/და მათი სხვა მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა შეთანხმებით (მათ შორის, ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი. 

13.4. წინამდებარე მომსახურების პირობების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს შეთანხმების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. 

13.5. წინამდებარე მომსახურების პირობები შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.  ქართულენოვან და ინგლისურენოვან ვერსიებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მომსახურების პირობების ქართულენოვან ვერსიას.