Oct 1, 2026

თეგეტა ჰოლდინგი და Helio AI: უკეთესი ანალიტიკა და მეტი დრო კანდიდატებისთვის

თეგეტა ჰოლდინგი რეკრუტინგის პროცესს Helio-ს გაცნობამდეც პროგრამულად მართავდა. კომპანიამ რამდენიმე სისტემა გამოსცადა, თუმცა ვერცერთი მათგანი პასუხობდა სრულად შერჩევის გუნდის საჭიროებებს - განსაკუთრებით ანალიტიკის, მოქნილობისა და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით.

დაახლოებით ცხრა თვის წინ თეგეტა ჰოლდინგმა რეკრუტინგის პროცესების მართვა Helio-ს დახმარებით დაიწყო. 

იმაზე, თუ რატომ გახდა საჭირო სისტემის შეცვლა, როგორ ჩაიარა დანერგვის პროცესმა და როგორ გახდა თეგეტას გუნდის საჭიროება Helio-ს ახალი ფუნქციონალის განვითარების საფუძველი, თეგეტა ჰოლდინგის თანამშრომელთა მოზიდვისა და ადაპტაციის განყოფილების ხელმძღვანელი, ნუციკო ებანოიძე გვესაუბრა.

გამოწვევა: მონაცემები არსებობდა, მაგრამ სრულ სურათს ვერ აჩვენებდა

თეგეტას შერჩევის გუნდს უკვე ჰქონდა სხვადასხვა რეკრუტინგის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება. მთავარი გამოწვევა პროცესის გაციფრულება აღარ იყო - საჭირო გახდა ისეთი სისტემა, რომელიც გუნდს რეკრუტინგის შესახებ უფრო სრულ და მკაფიო ინფორმაციას მიაწვდიდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კანდიდატების მოზიდვის წყაროების ანალიტიკა: რომელი არხებიდან შემოდიოდნენ შესაბამისი კანდიდატები და სად ღირდა მეტი რესურსის მიმართვა. ამასთან, გუნდს სჭირდებოდა უკეთესი ხილვადობა თავად შერჩევის პროცესზეც.  

რატომ აირჩია თეგეტამ Helio?

ახალი სისტემის შერჩევისას თეგეტასთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ის ფუნქციონალი, რომელიც პლატფორმას კონკრეტულ მომენტში ჰქონდა, არამედ ისიც, თუ რამდენად მოქნილი იყო სისტემა, როგორ ვითარდებოდა პროდუქტი და რამდენად ემთხვეოდა Helio-ს სამომავლო განვითარების გეგმა თეგეტას საჭიროებებს.

არჩევანზე გავლენა თავად Helio-ს გუნდთან ურთიერთობამაც მოახდინა.

„ძალიან პროაქტიულები იყვნენ. ნებისმიერ ჩვენს უკუკავშირზე ძალიან სწრაფად გვიბრუნდებოდნენ.“

თეგეტასთვის მნიშვნელოვანი იყო პარტნიორობა გუნდთან, რომელიც მომხმარებლების რეალურ სამუშაო პროცესებს უსმენს და მიღებულ უკუკავშირს პროდუქტის განვითარებაში ითვალისწინებს.

როგორც ნუცა აღნიშნავს, გრძელვადიან პერსპექტივაში Helio ან უკვე პასუხობდა მათ მოთხოვნებს, ან განვითარების გეგმაში ზუსტად ის მიმართულებები ჰქონდა გათვალისწინებული, რომლებიც თეგეტასთვის მნიშვნელოვანი იყო.

როგორ ჩაიარა ახალ სისტემაზე გადასვლამ?

Helio-ს შემთხვევაში, სამუშაო სივრცეზე წვდომის მიღებას მხოლოდ 24 საათი სჭირდება. 

თუმცა, ახალ პლატფორმაზე გადასვლა გარკვეულ დროსა და ადაპტაციას მაინც მოითხოვს. გუნდს უკვე ჩამოყალიბებული სამუშაო ჩვევები აქვს და ახალი ფუნქციონალის ყოველდღიურ პროცესში ინტეგრირება შეიძლება რთული აღმოჩნდეს.

ამ ეტაპზე, ნუცას თქმით, თეგეტასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი Helio-ს გუნდის მხარდაჭერა იყო.

„როცა სხვა პროგრამის მოწყობასა და ფუნქციონალს ხარ შეჩვეული, ახალ სისტემასთან ადაპტაცია რთულდება. თუმცა Helio-ს გუნდი იმდენად მხარდამჭერი იყო ამ პროცესში, რომ მაქსიმალურად გაგვიადვილა სისტემაში ნავიგაცია თითოეული გუნდის წევრისთვის.“

დანერგვის პროცესში გუნდმა შეძლო წინა სისტემაში არსებული კანდიდატების ინფორმაციის Helio-ში გადატანა. შედეგად, ახალ სისტემაზე გადასვლა კანდიდატების უკვე დაგროვილი მონაცემების დაკარგვისა და პროცესის თავიდან დაწყების გარეშე გახდა შესაძლებელი.

როგორ იქცა თეგეტას გუნდის უკუკავშირი Helio-ს ახალ ფუნქციონალად

თეგეტას გუნდს სჭირდებოდა ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარებოდა, გაეგო, რა ხდება კანდიდატის შერჩევის პროცესის თითოეულ ეტაპზე.

კონკრეტულად, გუნდს სჭირდებოდა პასუხები კითხვებზე:

  • რამდენი კანდიდატი გადადის ერთი ეტაპიდან მეორეზე?
  • რამდენი კანდიდატი ეთიშება პროცესს თითოეულ ეტაპზე?
  • რა არის კანდიდატების დაუარების ძირითადი მიზეზები?
  • რამდენ დროს ატარებენ კანდიდატები თითოეულ ეტაპზე?

ეს საჭიროება Helio-ს გუნდისთვის უკუკავშირი იყო, რომელიც, მალევე ანალიტიკის ფუნქციონალის კიდევ უფრო განვითარებაში აისახა.

დღეს Helio-ს ანალიტიკის ფუნქციონალი გუნდს შერჩევის პროცესის სრული სურათის დანახვის საშუალებას აძლევს.

გუნდი უკვე ხედავს არა მხოლოდ იმას, რამდენი კანდიდატი შეირჩა საბოლოოდ, არამედ იმასაც, როგორ მივიდა პროცესი ამ შედეგამდე.

ამასთან, წყაროებისა და ეტაპების ანალიტიკის გაერთიანება გუნდს საშუალებას აძლევს, რეკრუტინგის პროცესი უფრო სრულად შეაფასოს - კანდიდატის მოზიდვის არხიდან საბოლოო შედეგამდე.

რას ურჩევდა თეგეტას გუნდი სხვა HR გუნდებს?

ნუცა კომპანიებს ურჩევს, რეკრუტინგის პროცესების სამართავად სპეციალიზებული პროგრამა გამოიყენონ. Helio-ს კი მარტივი ნავიგაციის, მუდმივი განვითარებისა და გუნდის მხარდაჭერის გამო გამოარჩევს.

მისი გამოცდილებით, რეკრუტინგის სისტემის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსებული ფუნქციონალის ჩამონათვალი, არამედ ისიც თუ, რამდენად მარტივად ერგება სისტემა გუნდის ყოველდღიურ მუშაობას და რამდენად შეუძლია პროდუქტს რეალური სამუშაო პროცესების საჭიროებებთან ერთად განვითარება.

თეგეტასა და Helio-ს თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი სწორედ ანალიტიკის ფუნქციონალის განვითარებაა: თეგეტას გუნდის კონკრეტული საჭიროება Helio-სთვის მომხმარებლის უკუკავშირი იყო, რომელიც ფუნქციონალად ჩამოყალიბდა და დღეს კომპანიებს შერჩევის პროცესის თითოეული ეტაპის უკეთ გაანალიზებაში ეხმარება.

Helio-ს მიზანი ისეთი სამუშაო პროცესის შექმნაა, სადაც შერჩევის გუნდს აქვს საჭირო მონაცემები, რეკრუტერები ნაკლებ დროს ხარჯავენ განმეორებით სამუშაოზე და მეტი დრო რჩებათ კანდიდატების გაცნობისა და სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის.

‍