Sep 15, 2026

Visa და Helio AI პარტნიორები გახდნენ

Helio AI და Visa პარტნიორები გახდნენ და Visa Business ბარათის მფლობელებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს.

Visa-სთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ მეტ ბიზნესს გავაცნოთ, როგორ შეიძლება AI-ს დახმარებით რეკრუტინგის ყოველდღიური რუტინული სამუშაოების გამარტივება.

შეთავაზება Visa Business ბარათის მფლობელებისთვის

პარტნიორობის ფარგლებში, Visa Business ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ Helio-ს გამოყენების სპეციალური პირობებით:

  • 7% ფასდაკლება არსებული მომხმარებლებისთვის
  • 30% ფასდაკლება ახალი მომხმარებლებისთვის
  • AI Workshop საჩუქრად - მომხმარებლებისთვის, რომლებსაც Helio AI-ის 400$ ან მეტი ღირებულების პაკეტი აქვთ არჩეული. 

როგორ ისარგებლოთ შეთავაზებით?

შეთავაზების მისაღებად Visa Business ბარათის მფლობელები დაუკავშირდით Helio AI-ის გუნდს - მოგვწერეთ სოციალურ ქსელებში ან ჩანიშნეთ შეხვედრა ჩვენს გუნდთან.

Helio AI-ის გუნდის წევრს აცნობეთ, რომ ხართ Visa Business ბარათის მფლობელი და გსურთ შეთავაზებით სარგებლობა. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ კი უკვე შეძლებთ შეთავაზებით სარგებლობას.

გადახდა უნდა განხორციელდეს Visa Business, Visa Platinum Business ან Visa Signature Business ბარათით, გადახდის სპეციალური ბმულის საშუალებით.

გვიხარია, რომ Visa-სთან ერთად ბიზნესებს რეკრუტინგის პროცესების უკეთ მართვაში დავეხმარებით - AI რუტინულ დავალებებს გაამარტივებს, ხოლო შერჩევის გუნდებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის მეტი დრო დარჩებათ.

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

როგორ ეხმარება Helio AI რეკრუტინგის გუნდებს?

რეკრუტინგის პროცესში სამუშაო დღის უდიდესი ნაწილი ყოველდღიურ, განმეორებით საქმეს ეთმობა - ვაკანსიების შექმნასა და გამოქვეყნებას, აპლიკაციების გადახედვას, კანდიდატებთან კომუნიკაციას, გასაუბრებების დაგეგმვასა და შერჩევის პროცესის შედეგების მონიტორინგს.

Helio AI ამ პროცესების მართვას ამარტივებს, გუნდებს საშუალებას აძლევს, ნაკლები დრო დახარჯონ რუტინულ სამუშაოზე და მეტი - კანდიდატების შეფასებასა და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

გვიხარია, რომ Visa-სთან პარტნიორობით Helio-ს შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტ ბიზნესს გავუზიარებთ.