თანამედროვე დამსაქმებელი: მარიამის გზა თიბისი დაზღვევამდე

თანამედროვე დამსაქმებელი: მარიამის გზა თიბისი დაზღვევამდე

„სასურველი სამსახურის პოვნას დრო სჭირდება, მაგრამ ზოგჯერ პროცესი უფრო მარტივი აღმოჩნდება, ვიდრე მოელი,“ გვიყვება მარიამ შანიძე, რომელიც ახლა თიბისი დაზღვევის ციფრული მხარდაჭერის სპეციალისტია.

ამ პოზიციის შერჩევის პროცესი ერთი თვე გაგრძელდა. მიღებულ რეზიუმეებს შორის „კანდიდატის გამოცდილება ჩვენს მოთხოვნებს იდეალურად ერგებოდა,“ იხსენებს ქეთი ხითარიშვილი, ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერი.

ჰელიოს დახმარებით შერჩევის პროცესის მართვა ძალიან მარტივი აღმოჩნდა. „კანდიდატების სტატუსების განახლება, გასაუბრებებზე მიწვევა და უკუკავშირის გაცემა ბევრად გაადვილდა,“ ამბობს ქეთი. „შესაბამისი სტატუსებისა და კომენტარების გამოყენებით, შორთლისტში მოხვედრილი კანდიდატების გაფილტვრა და ეტაპების მართვა ბევრად ეფექტურად შევძელი.“

Helio-მ შერჩევის პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა და ინფორმაციის დამუშავებისთვის საჭირო დრო შემცირდა, მათ შორის შერჩეულ კანდიდატთან მუშაობისას.

„დიდხანს ვეძებდი სამსახურს, რომელიც მნიშვნელოვან გამოცდილებას მომცემდა და უნივერსიტეტში სწავლისასაც არ შემიშლიდა ხელს,“ გვიყვება მარიამი. მან ვაკანსია დასაქმების საიტზე ნახა - “ბმულის შევსება გაცილებით მარტივი და კომფორტული აღმოჩნდა, ვიდრე ძველებურად CV-ის მეილით გაგზავნა” - იხსენებს მარიამი.

„დღეს ციფრული მხარდაჭერის სპეციალისტი ვარ და დაზღვეულ მომხმარებლებს ჩათის საშუალებით ვეხმარები. დროულად და ზუსტად ვაწვდი საჭირო ინფორმაციას და ვპასუხობ ყველა კითხვას. ეს პოზიცია ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსეა,“ ამბობს მარიამი.

„შერჩევის პროცესი ძალიან პოზიტიური გამოცდილება იყო. ყოველთვის მქონდა კომუნიკაცია გასაუბრების დროსთან დაკავშირებით და ჩემს განრიგს ითვალისწინებდნენ. წინასწარ ვიცოდი ჩემი როლისა და მოვალეობების შესახებ, და ატმოსფერო პროფესიონალური და ამავდროულად მეგობრული იყო.“

„რეკრუტინგი მხოლოდ კანდიდატების მოძიებას არ გულისხმობს—ეს ასევე გულისხმობს მათი გამოცდილების გაუმჯობესებასაც,“ ამბობს ქეთი. „Helio-მ ეს პროცესი ძალიან გაამარტივა, და შედეგიც შესაბამისად ყოველ ნაბიჯზე ჩანს.“

ქეთი ხითარიშვილი
ადამიანებზე ზრუნვის მენეჯერი, თიბისი დაზღვევა

მარიამ შანიძე
ციფრული მხარდაჭერის სპეციალისტი, თიბისი დაზღვევა