Helio AI ყაზახეთის ბაზარზე განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

Helio AI-ის საერთაშორისო განვითარების გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - კომპანიის პარტნიორი ყაზახეთში I-Talent გახდა.
I-Talent ყაზახეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მაღალი რგოლის მენეჯერების მოძიებისა და შერჩევის, ლიდერების განვითარებისა და კორპორაციული ტრენინგების მიმართულებით მუშაობს.
თანამედროვე რეკრუტინგი ყაზახური კომპანიებისთვის
პარტნიორობის ფარგლებში Helio AI და I-Talent ერთობლივად იმუშავებენ ყაზახურ კომპანიებში რეკრუტინგის ავტომატიზაციასა და ადგილობრივი ბაზრის განვითარებაზე.
თანამშრომლობა Helio-ს ტექნოლოგიურ გამოცდილებასა და I-Talent-ის ადგილობრივი ბაზრის ცოდნას აერთიანებს. საერთო მიზანია, კომპანიებს გაუადვილდეთ ყოველდღიური რეკრუტინგული პროცესების მართვა, ნაკლები დრო დახარჯონ განმეორებად სამუშაოზე და მეტი ყურადღება დაუთმონ კანდიდატებს.
Helio AI რეკრუტინგის მართვის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ვაკანსიების შექმნასა და გამოქვეყნებას, კანდიდატების განაცხადების მართვას, კომუნიკაციას, გასაუბრებების დაგეგმვასა და შედეგების ანალიზს. AI ავტომატიზაციის დახმარებით გუნდებს შერჩევის პროცესის უფრო სწრაფად, მოქნილად და ორგანიზებულად მართვა შეუძლიათ.
Helio-ს საერთაშორისო განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი
I-Talent-თან პარტნიორობა Helio-სთვის ყაზახეთის ბაზარზე განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ადგილობრივ პარტნიორთან თანამშრომლობა კომპანიას დაეხმარება, უკეთ უპასუხოს ბაზრის საჭიროებებს და თანამედროვე რეკრუტინგული ტექნოლოგიები უფრო მეტ ორგანიზაციას გააცნოს.
ეს მხოლოდ დასაწყისია - Helio AI-სა და I-Talent-ს ყაზახეთის ბაზარზე წინ დიდი გეგმები აქვთ.

