Helio.AI სომხეთის ბაზარზე შედის - ოფიციალური პარტნიორობა GABA-სთან

ქართული წარმატებული სტარტაპი Helio.AI ოფიციალურად შევიდა სომხეთის ბაზარზე. კომპანიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ქართული-სომხური ბიზნეს ასოციაცია (GABA)-სთან, რომლის მიზანია რეგიონში ბიზნეს შესაძლებლობების გაძლიერება და ქართველი და სომხური კომპანიების მხარდაჭერა.
მემორანდუმის ფარგლებში
GABA უზრუნველყოფს Helio.AI-ს სომხეთის ბაზარზე მხარდაჭერას, პარტნიორების მოძიებას, ბიზნეს კავშირებს გაძლიერებას და ბრენდის პოზიციონირებას
Helio.AI უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას, პროდუქტების და მომსახურების ინტეგრაციას სომხეთის ბაზარზე.
ია ჯიქია, Helio.AI-ის დირექტორი:
"ჩვენ უკვე 8 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და გვიხარია, რომ დღეს სომხეთიც დაგვემატა. სომხეთის ბაზარი ახალი შესაძლებლობებით არის სავსეა, GABA-სთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს სწრაფად ვინტეგრირდეთ ახალ ქვეყანაში."
ლალი სვიმონია, GABA-ის დამფუძნებელი:
"ჩვენი პარტნიორობა Helio.AI-სთან შექმნის პრაქტიკულ მოდელს, თუ როგორ შეუძლია ქართულ ინოვაციურ სტარტაპს წარმატებით გაფართოვდეს რეგიონში. ჩვენი მიზანია საქართველოსა და სომხეთის ბიზნეს გარემო გავხადოთ უფრო მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული, ცოდნის გაზიარების და ახალი ბიზნეს პარტნიორობების შესაძლებლობების გამოყენებით."
Helio.AI-ს შესახებ:
HelioAI-მ ოპერირება 1 წლის წინ, საქართველოდან დაიწყო, დღეის მდგომარეობით კი კომპანიებს 8 ქვეყანაში ემსახურება. ჩვენი მისია შერჩევის პროცესების თანამედროვე და ჭკვიან პროცესებად გარდაქმნაა. პლატფორმა რეკრუტერებს საშუალებას აძლევს გუნდების ფორმირება მარტივად შეძლონ და კონცენტრირდნენ ყველაზე მთავარზე - ადამიანებზე.
GABA-ს შესახებ:
ქართულ-სომხური ბიზნეს ასოციაცია (GABA) უზრუნველყოფს ბიზნეს მხარდაჭერასა და მომსახურებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთს შორის კომერციული თანამშრომლობის ხელშეწყობას. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებსა და მეწარმეებს ახალ ბაზარზე შესვლაში, პარტნიორების მოძიებაში, ბიზნესის განვითარებაში, კვლევასა და ბაზრის შესახებ ინფორმაციის მიღებაში.
