თუ თანამშრომლის აყვანას აგვიანებ

სწორი თანამშრომლის შერჩევა გადამწყვეტია ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებისთვის. თუმცა, ხანგრძლივი და დაგვიანებული პროცესი  წარმოუდგენლად ძვირი და საზიანოა კომპანიისთვის. ღია პოზიციების ეფექტურად შევსება და “სწორი” თანამშრომლის აყვანა დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა HR-ებისთვის როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. 

ამ ბლოგში ვისაუბრებთ დაგვიანებული შერჩევის გავლენაზე და შემოგთავაზოთ რიგი სტრატეგიებს პროცესების გასამარტივებლად.

როდესაც კომპანიაში ღია პოზიცია დიდი ხნის განმავლობაში შეუვსებელია, ხარჯები შეიძლება სწრაფად გაიზარდოს. SHRM-ის (Society for Human Resource Management) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სხვადასხვა კომპანიების გამოცდილების გათვალისწინებით, ამ მიმართულებით საშუალო დანახარჯი დაახლოებით $4,700-ია.. უფრო დეტალურად განვიხილოთ რამდენიმე სფერო, სადაც დაგვიანებულმა შერჩევის პროცესმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს პროცესს:

  • შეუვსებელი პოზიცია ნიშნავს, რომ სამუშაო რეალურად არ სრულდება ან გადანაწილებულია სხვა თანამშრომლებზე, რაც იწვევს არსებული გუნდის გადატვირთულობას და პოტენციურად მათ ე.წ. პროფესიულ გადაწვას. Gallup-ის (American multinational analytics and advisory company) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიის პროცესებში არაჩართული/გათიშული თანამშრომლები ამერიკულ კომპანიებს ყოველწლიურად 605 მილიარდ დოლარამდე უჯდებათ.
  • შეუვსებელი პოზიციების “ხარვეზების დასაფარად”, შესაძლოა დაგჭირდეთ არსებული თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური თანხის გადახდა, რაც დროთა განმავლობაში ჯამურად მნიშვნელოვნად ზრდის შრომის მიმართულებით გაწეულ ხარჯებს.
  • პოზიციის შესავსებად რაც უფრო ხანგრძლივია დაგვიანების მაჩვენებელი , მით უფრო მეტი დრო სჭირდება საბოლოოდ პროცესის დასრულებას, რაც ტრენინგში/სწავლებაში დაგეგმილზე მეტ ინვესტირებას იწვევს.
  • და ბოლოს მთავარი - დაგვიანებული შერჩევის პროცესი საშუალებას აძლევს თქვენს კონკურენტებს, მარტივად მიწვდეს  საუკეთესო ტალანტეს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არასახარბიელო შედეგებზე ისახება. 

შერჩევის პროცესის დაგვიანების გამომწვევი ძირეული მიზეზების გარკვევა, რ პირველი ნაბიჯია, როგორც დიაგნოზის დასმა სამედიცინო მიმართულებით.

  • მოქნილი პროცესების არარსებობა მკაფიოდ განსაზღვრული როლებით და პასუხისმგებლობით.
  • ხანგრძლივი პროცესები საბოლოო დასტურის მისაღებად.
  • ცუდი კოორდინაცია განყოფილებებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ შერჩევის პროცესში.
  • არასათანადო ციფრული ხელსაწყოების გამოყენება  შერჩევის პროცესების სამართავად.
  • არასაკმარისი არხების და წყაროების გამოყენება ანალიზის გარეშე შერჩევის მიმართულებით.
  • დაგეგმილი გასაცემი ხელფასის შეუსაბამობა პოზიციების საბაზრო განაკვეთებთან.

აქვს, გასათვალისწინებელია, რომ  ზედმეტად მკაცრად ორგანიზებულ პროცესს შეუძლია უკუშედეგიც კი იქონიოს და სასურველი კანდიდატები წაგართვან უფრო მოხერხებულმა კონკურენტებმა. 

ამ რაკურსის გათვალისწინებით მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ტექნიკა:

  • წინასწარ განსაზღვრეთ შერჩევის კრიტერიუმები;
  • გაანალიზეთ ძველი მონაცემები და განსაზღვრეთ რეალისტური ვადები
  • აუცილებლად დანერგეთ ტექნოლოგიები ავტომატიზაციისა და პროცესების გამარტივებისთვის. 
  • შეამცირეთ საუკეთესო კანდიდატების “გამოტოვების” რისკი კომუნიკაციის ნაკლებობის გამო.

ბლოგის ბოლოს კი აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ იმ შედეგებზე, რომელსაც პოტენციურად გამოიწვევს დაგვიანებული შერჩევის პროცესი. Urbanbound-ის (Employee Relocation Management) კვლევამ აჩვენა, რომ:

  • კანდიდატების 63% უარს ამბობს სამუშაო შეთავაზებაზე, თუ შერჩევის პროცესი ძალიან გაჭიანურდება.
  • კანდიდატების 49% კარგავს ინტერესს პოზიციის მიმართ, თუ პროცესი ორ კვირას და მეტს გრძელდება, უფრო მეტიც, საერთოდ ავიწყდება პოზიციის “არსებობა”.
  • სამუშაო შეთავაზების საბოლოო დასტური კანდიდატის მხრიდან მცირდება 88%-ით გასაუბრების პროცესის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Glassdoor-ის გამოკითხვაში, დამსაქმებელთა 58%-მა განაცხადა, რომ ხანგრძლივი შერჩევის პროცესი ყველაზე დიდი გამოწვევაა.  დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია შერჩევის პროცესის აჩქარება და ეს ტექნოლოგიური გადაწყვეტის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია. 

შეჯამებისთის, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ დაგვიანებული შერჩევა იწვევს სერიოზულ ფინანსურ და საოპერაციო ხარჯებს. გონივრული ვადების დაწესებით და  ტექნოლოგიების გამოყენებით პროცესების ოპტიმიზაციისათვის, თქვენს ორგანიზაციას ნამდვილად შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს შერჩევის მიმართულებით შეფერხებები და უზრუნველყოს საუკეთესო ტალანტების შემოდინება თქვენს ღია პოზიციებზე.