როცა რეკრუტინგს მთელი შენი დრო მიაქვს

თანამშრომლის შერჩევა ძალიან შრომატევადი საქმეა, რომელიც მნიშვნელოვან რესურსებსა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. 

კანდიდატების მოძიებიდან -აყვანის გადაწყვეტილების მიღებამდე პროცესი საკმაოდ რთული და ხანგრძლივია. ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები გადატვირთულნი არიან ყოველდღიური, ადმინისტრაციული ამოცანებით.  მუდმივად რუტინული საქმეების კეთება კი საფრთხის ქვეშ აყენებს მათ ეფექტურობას და სხვა კრიტიკულ პასუხისმგებლობებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზაციული განვითარებისთვის. 

ჩავუღრმავდეთ ამ გამოწვევას და კონკრეტული სტრატეგიები გავაანალიზოთ იმისთვის, რომ გავამარტივოთ რეკრუტერების ყოველდღიურობა და  დავზოგოთ მათი რესურსი - დრო.

კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის მოძიება დასაქმების საიტების, თვითდინებით მოსული თუ სოციალური ქსელის მეშვეობით, საკმაოდ შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით კი ნიშური როლების და კონკურენტუნარიანი ინდუსტრიების შემთხვევაში. 

მთელს ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს რეზიუმეების ჩამოტვირთვა, დახარისხება, , გახსნა / წაკითხვა / გაანალიზება, პირველადი სატელეფონი კონტაქტის დამყარება ინტერვიუების დაგეგმვის მიზნით. ამ ყველაფერს შეუძლია HR პროფესიონალებს წაართვას დროის დაახლოებით 70%. ამას ემატება ინტერვიუების კოორდინაცია და აპლიკანტებისთვის მანუალურად უკუკავშირის გაგზავნა ყველა ეტაპზე. ეს ყველაფერი საკმაოდ შრომატევადია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელს ამ პროცესში მრავალი დაინტერესებული მხარეა ჩართული. 

ამ დროს,  ადმინისტრირების პროცესზე დახარჯული დრო შეიძლება დაეთმოს თავად ინტერვიუს შინაარსობრივ ნაწილს.პოზიციასთან თანხვედრაში მყოფი, სწორი ადამიანის მოძიებისათვის მისი უნარების, გამოცდილების და ე.წ. ორგანიზაციულ კულტურასთან თავსებადობის გათვალისწინებას. 

ეს ყველაფერი შეიძლება ასეც განვმარტოთ:

  • რეკრუტირებაზე გადაჭარბებული დროის ხარჯვა ნაკლებ დროს უტოვებს HR-ებს, ფოკუსირდნენ სტრატეგიულ მიზნებზე და ინიციატივებზე, თანამშრომლების განვითარებაზე, სწავლება/ტრენინგებსა და ორგანიზაციულ კულტურაზე
  • შეზღუდული რესურსების გამო შერჩევის პროცესის შეფერხებამ შესაძლოა თანმამშრომელთა აყვანის დროის გახანგრძლივება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს იწვევს შრომის ბაზარზე და გარდაუვალს ხდისხარჯების ზრდას.

მაღალმა  დატვირთვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს HR-ების პროფესიულ გადაწვას, რაც აუცილებლად მოახდენს გავლენას თანამშრომელთა სამუშაოს კმაყოფილებაზე და საერთო კეთილდღეობაზე.შრომატევადი გამოწვევების გადასაჭრელად, ერთ-ერთი მთავარი გამოსავალია, კომპანიამ ოპერატიულად დაიწყოს ინვესტირება ტექნოლოგიებში და  პროგრამულ უზრუნველყოფაში. დასახული ამოცანების ამოსახსნელად გამოიყენოთ პროცესების სრული ავტომატიზაცია, მაგალითად როგორიც არის რეზიუმეს ავტომატური ჩამოტვირთა და გადალაგება პოზიციების მიხედვით, მისი წაკითხვა და რანგირება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ინტერვიუების ავტომატური დაგეგმვა და კანდიდატებთან ავტომატიზირებული კომუნიკაცია, ანალიტიკა/რეპორტინგი - რაც გარდაუვალი საჭიროებაა შესრლებული სამუშაოების გასაანალიზებლად და პროცესების შესაფასებლად. 

აქვე, უნდა ვთავთ, რომ აუცილებელია მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად ჩამოაყალიბოთ ძლიერი დამსაქმებლის ბრენდი პასიური კანდიდატების მოსაზიდად. შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შერჩევა/დასაქმების ეტაპები ძალიან შრომატევადი პროცესია, მაგრამ HR პროფესიონალებს შეუძლიათ თავიანთი ძალისხმევის გასამარტივებლად პროაქტიული ნაბიჯები გადადგან. ტექნოლოგიის გამოყენებითდა დამსაქმებლის ბრენდინგის პრიორიტეტიზაციით, კომპანიებს შეუძლიათ შეამცირონ ადამიანური რესურსების პროფესიონალებზე დაწოლილი ტვირთი მინიმუმ 70%-ით და რეალურად მიიღონ უკეთესი შედეგები ტალანტების მოძიების პროცესში. 

გახსოვდეთ, სტრატეგიული მიდგომა რეკრუტინგში არა მხოლოდ დაზოგავს დროს, არამედ აძლიერებს ადამიანური რესურსების ფუნქციის საერთო ეფექტიანობას ორგანიზაციაში.