Oct 19, 2026

AFG Retail Georgia და Helio AI: ორგანიზებული რეკრუტინგი და ეფექტური თანამშრომლობა

AFG Retail Georgia, რომელიც ადრე Cenomi Retail-ის სახელით ოპერირებდა ბაზარზე, AFG International Company-ის ნაწილია. კომპანია საქართველოში ისეთი საერთაშორისო მოდისა და სილამაზის ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა Massimo Dutti, Bershka, Oysho, Stradivarius, Mango და სხვა. კომპანიაში ვაკანსიების მრავალფეროვნება და რეკრუტინგის პროცესის მასშტაბი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ინფორმაციისა და პროცესის მართვას მოითხოვს.

ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია, რომ რეკრუტინგის გუნდისთვის სამუშაო პროცესი იყოს ორგანიზებული, გამჭვირვალე და მარტივად სამართავი. AFG Retail Georgia-ს ადამიანური კაპიტალის გუნდისთვის ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი Helio AI გახდა.

AFG Retail Georgia-ს ადამიანური კაპიტალის ოფიცერი მარიამ შარაშენიძე გვიყვება, როგორ ეხმარება Helio გუნდს ვაკანსიების მართვაში, კანდიდატების მოზიდვის წყაროების შეფასებასა და Hiring Manager-ებთან ყოველდღიური კომუნიკაციის გამარტივებაში.

გამოწვევა: ბევრი ვაკანსია და პროცესების ეფექტურად მართვის საჭიროება

საერთაშორისო ბრენდების მრავალფეროვანი პორტფელი AFG Retail Georgia-სთვის რეკრუტინგის პროცესის განსხვავებულ მართვას მოითხოვს. სხვადასხვა პოზიცია, კანდიდატების მოზიდვის არხები და პროცესში ჩართული Hiring Manager-ები ქმნის საჭიროებას, რომ ყველა ეტაპი ორგანიზებულად და ერთიანი პროცესის ფარგლებში იმართებოდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია პროცესების ეფექტურად და ორგანიზებულად მართვა, რაშიც Helio ძალიან გვეხმარება“, - აღნიშნავს მარიამ შარაშენიძე.

ამ შემთხვევაში გამოწვევა მხოლოდ ვაკანსიის გამოქვეყნება არ არის. მნიშვნელოვანია იმის გაგებაც, საიდან მოდიან კანდიდატები, რომელი არხი მუშაობს უკეთ კონკრეტული პოზიციისთვის და რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს კომუნიკაცია რეკრუტერსა და Hiring Manager-ს შორის.

ვაკანსიის გამოქვეყნებიდან შედეგების ანალიზამდე

AFG Retail Georgia-ში ვაკანსიის მართვა Hiring Manager-ის მოთხოვნით იწყება. რეკრუტერი ამუშავებს დაკვეთას და შემდეგ ვაკანსია შესაბამის პლატფორმებზე თავსდება.

Helio AI ამ პროცესში კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა - აგენერირებს განაცხადის ლინკს, რომლის გაზიარებაც შემდგომში სხვადასხვა პლატფორმაზე თუ სივრცეშია შესაძლებელი.

ეს ფუნქცია AFG-ის გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შემდგომი ანალიზის დროს შესაძლებელი ხდება იმის დანახვა, რომელი პლატფორმიდან მოდიან კანდიდატები და სად აქვს კონკრეტულ ვაკანსიას მეტი გამოხმაურება.

შედეგად, რეკრუტერს მხოლოდ ვაკანსიის გავრცელების შესაძლებლობა კი არ აქვს, არამედ შეუძლია შეაფასოს, რომელი არხი მუშაობს უკეთ და მიღებული მონაცემები რეკრუტინგის პროცესის დაგეგმვისას გამოიყენოს.

‍

ერთი პროცესის ფარგლებში - ვაკანსია, კანდიდატები და კომუნიკაცია

AFG-ის გუნდისთვის Helio-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციონალი რეკრუტერსა და Hiring Manager-ს შორის კომუნიკაციის გამარტივებაა.

როდესაც ვაკანსიის დაკვეთიდან კანდიდატების შერჩევამდე პროცესში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს, ინფორმაციის გაცვლა ყოველდღიური სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია. დამატებითი საკომუნიკაციო არხების გამოყენება კი, პროცესს ართულებს და ინფორმაციის დაკარგვის რისკსაც ზრდის.

Helio-ში ეს კომუნიკაცია უშუალოდ რეკრუტინგის პროცესთან არის დაკავშირებული.

„ჰელიოს ფუნქციებიდან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაც შემიძლია ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ძალიან გამარტივებულია დამკვეთ მენეჯერსა და რეკრუტერს შორის კომუნიკაცია. არ გვიწევს დამატებითი პლატფორმების გამოყენება ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ“ - ამბობს მარიამი.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვნად ზოგავს დროს როგორც Hiring Manager-ისთვის, ასევე რეკრუტერისთვის.

შედეგი: უფრო ორგანიზებული პროცესი და ნაკლები დრო განმეორებით სამუშაოზე

AFG Retail Georgia-ს გამოცდილება აჩვენებს, რომ რეკრუტინგის პროცესის ეფექტიანობა მხოლოდ კანდიდატების რაოდენობით არ განისაზღვრება.

მნიშვნელოვანია, რამდენად მარტივად შეუძლია გუნდს ყოველდღიური პროცესების მართვა, კანდიდატების მოზიდვის წყაროების შეფასება და ერთმანეთთან კომუნიკაცია დამატებითი სამუშაოს შექმნის გარეშე.

Helio AI კი, სწორედ ამ პროცესის გამარტივების ინსტრუმენტია - ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება გუნდს ნაკლები დრო დახარჯოს პროცესის ადმინისტრირებაზე და მეტი ყურადღება დაუთმოს სწორი კანდიდატების აყვანას.

‍