თანამედროვე დამსაქმებელი: მაიკოს გზა Biograpi Living-ამდე

„ჩემს პროფესიაში პირველი ნაბიჯები 20 წლის ასაკში გადავდგი,“ იხსენებს მაიკო. კარიერა Wissol Group-ის Smart-ის არქიტექტურულ დეპარტამენტში სტაჟირებით დაიწყო, სადაც Smart-ის, Wendy’s-ის და Dunkin’-ის პროექტებზე მუშაობდა. შემდეგ იყო ხუთწლიანი გამოცდილება Designbureau-ში. „ეს სამსახური იყო ადგილი, სადაც გავიზარდე, როგორც პროფესიონალი.“

შემდეგ ბევრი საინტერესო ფრილანს პროექტი, საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობა, გამოწვევები და დეველოპერულ კომპანიაში დასაქმება, რაც მისთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ, დეველოპერულ სფეროში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა გადაწყვიტა. 

დასაქმების საიტებზე და სოციალურ ქსელებში ვაკანსიების აქტიური ძებნისას Biograpi Living-ის ვაკანსიას შეხვდა.

„კომპანიას ბაზარზე შემოსვლის დღიდან ვიცნობდი და ვაკანსიაც ზუსტად ის იყო, რასაც ვეძებდი. მომეწონა, რომ პირდაპირ ლინკზე შევავსე განაცხადი, მეილის გაგზავნის საჭიროების გარეშე. ტექნოლოგიების ასეთი გამოყენება კომპანიის თანამედროვე მიდგომაზე მიუთითებს,“ ამბობს მაიკო.

შერჩევის პროცესზე Biograpi Living-ის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ანი გოგიშვილიც გვესაუბრა. კომპანიაში არქიტექტორ-დიზაინერის ვაკანსია ერთი თვის განმავლობაში იყო აქტიური. ვაკანსიაზე 50-ზე მეტი კანდიდატის რეზიუმე შემოვიდა, 15 მათგანთან მოხდა გასაუბრება..

„Helio AI-მ ყველაფერი გაამარტივა. როგორც ყველა ვაკანსიაზე, ამ შემთხვევაშიც ჰელიოს როლი ძალიან დიდი იყო. მარტივად შევაფასეთ კანდიდატების შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან AI-ის დახმარებით და შეხვედრები სისტემიდანვე ჩაინიშნა. საბოლოოდ, ვაკანსიის დასრულების შემდეგ, ყველა კანდიდატმა უკუკავშირი მიიღო როგორც მეილზე, ისე SMS-ის სახით,“ ამბობს ანი.

„გასაუბრებაზე მალევე მივხვდით, რომ მაიკო იდეალურად შეესაბამებოდა პოზიციის მოთხოვნებს, კომპანიის ღირებულებებსა და კულტურას.“

„დღეს Biograpi Living-ში ძალიან საინტერესო პროექტებზე ვმუშაობ. პირველივე დღიდან თავს კომფორტულად ვგრძნობ, რაც მაძლევს საშუალებას, სრულად ვკონცენტრირდე ჩემს საქმეზე,“ აღნიშნავს მაიკო.

ამ პროცესში ჰელიოს დახმარებით კიდევ ერთი საინტერესო კანდიდატი გამოიკვეთა, რომელიც სხვა ვაკანსიაზე გადამისამართდა და უკვე შეუერთდა ბიოგრაფის გუნდს.

„რეკრუტინგი მხოლოდ კანდიდატის გამოცდილებაზე დაყრდნობით არ ხდება. ეს ნიშნავს სწორი ადამიანის პოვნას გუნდისთვის,“ ამბობს ანი. „Helio დაგვეხმარა მაიკოს პოვნაში, და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ.“