გემიფიკაცია რეკრუტინგში - Helio.AI

რეკრუტირებას მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს ე.წ. „ორგანიზებული შრომის“ ადრეული დღეებიდან იღებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი კონცეფცია ჩამოყალიბდა ინდუსტრიული რევოლუციის დროს მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში. როგორც კი ქარხნები გაჩნდა, გაჩნდა მზარდი საჭიროება სტრუქტურირებული სამუშაო ძალისთვის. დამსაქმებლებს ადამიანების შერჩევასთან დაკავშირებით სისტემატური მიდგომა სჭირდებოდათ, რამაც რეკრუტირების პრაქტიკის სწრაფი განვითარება გამოიწვია.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ადამიანური რესურსების მართვის სფერო გაჩნდა, რომელიც უკვე დასაქმებულთა კეთილდღეობაზე და ეფექტურობაზე იყო ფოკუსირებული. ამ პერიოდში შეიქმნა სტრუქტურული ერთეულები განყოფილებების სახით, რომლებიც მათ შორის შერჩევებზე იყვნენ პასუხისმგებელნი. ფრედერიკ ტეილორის მიერ სამეცნიერო მენეჯმენტის დანერგვამ სპეციალიზებული რეკრუტირების პროცესების აუცილებლობაზე კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ადამიანების მენეჯმენტის როლი განვითარდა, რასაც ჩვენ ახლა ადამიანურ რესურსებს ვეძახით. ეკონომიკური ბუმი და კორპორაციების აღზევება მოითხოვდა დასაქმების უფრო დახვეწილ სტრატეგიებს. იმ დროინდელმა HR დეპარტამენტებმა ფოკუსირება საუკეთესო ტალანტების მოზიდვაზე დაიწყეს.
ახალ რეალობაში ინტერნეტმა და ციფრულმა ტექნოლოგიამ მკვეთრად შეცვალა რეკრუტირების პრაქტიკა. ონლაინ რეკრუტირების პლატფორმებმა, ხელოვნური ინტელექტის (AI) და ავტომატიზაციის პროცესების ინტეგრაციამ, რეკრუტირების პროცესები საგრძნობლად გაამარტივა. მაგალითისთვის, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მომუშავე პროგრამებს უკვე შეუძლიათ გააანალიზონ რეზიუმეები, დაგვეხმარონ პირველად გადარჩევაში, რაც ამცირებს რეკრუტირებისთვის საჭირო დროსა და ძალისხმევას.
ამ ისტორიის კიდევ ერთი საინტერესო განვითარება თანამედროვე რეკრუტირებაში გემიფიკაციისა და ნეირომეცნიერული თამაშების კომბინირებული გამოყენებაა. შერჩევის პროცესში თამაშის მსგავსი ელემენტების ჩართვით კომპანიებს შეუძლიათ შეაფასონ კანდიდატის უნარები, შემეცნებითი შესაძლებლობები და კულტურული თანხვედრა ორგანიზაციებთან. ეს ინოვაციური მიდგომა არა მხოლოდ აძლიერებს კანდიდატის გამოცდილების გაგებას, არამედ იძლევა უფრო ღრმა ანალიზს მათი პოტენციალის შესახებ.
2023 წლის ოქტომბერიში ჰელიოს გუნდმა ამ პროცესებზე დაიწყო მუშაობა, რომელიც სრულიად ინოვაციური მიდგომაა შერჩევის პროცესში.
წარმოიდგინეთ, რომ კანდიდატს რეკრუტერი სისტემიდან უგზავნის ავტომატურად დაგენერირებული თამაშის ლინკს, სადაც კანდიდატი უბრალოდ შედის და თამაშობს. ეს შეიძლება იყოს ისტორიული ნაწარმოებიდან ნაწყვეტი, ან მანქანების შეჯიბრი, თუმცა რეალურად, თამაშის პროცესში კანდიდატზე იქმნება კანდიდატის პიროვნების პოტენციური ქცევითი პროფილი, რომელიც განსაზღვრავს ისეთ უნარებს როგორიც არის კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა, ემპათია, კომპანიის კულტურასთან შესაბამისობა და სხვა.
რეალურად დამსაქმებელი არამხოლოდ კანდიდატის საკვალიფიკაციო გამოცდილებას და მის განათლებას ეყრდნობა შერჩევის დროს, არამედ ჰელიო აძლევს შესაძლებელობას განსაზღვრონ კანდიდატების პოტენციური ქცევა და არგუმენტირებული გადაწყვეტილება მიიღონ სწორი ადამიანების შესარჩევად.
ამავდროულად, ეს პროდუქტი მისცემს კომპანიებს საშუალებას Gen-Z თაობასთან კომუნიკაციაში შევიდნენ, რომელთათვისაც ამ ეტაპზე არსებული მოძველებული შერჩევის პროცესი სრულიად მოსაწყენია. გლობალიზაციის და ტექნოლოგიური განვითარების პროცესში, ადამიანების ქცევა დიამეტრალურად იცვლება და მნიშვნელოვანია დამსაქმებლებმაც შესაბამისი პირობები შექმნან, მათ შორის შერჩევების მიმართულებით.
გემიფიკაციის მიმართულებით ნავიგაცია ჰელიოში ძალიან მარტივი და მოქნილია. თამაშის ბმული არის უნიკალური ყველა კანდიდატისთვის, შედეგების ნახვა კი შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯამურად კონკრეტული ვაკანსიის ჭრილში.
შეჯამებისთვის უნდა ვთქვათ, რომ რეკრუტირების ისტორია ადასტურებს უწყვეტ ევოლუციას, თუ როგორ ანვითარებენ ორგანიზაციები საუკეთესო ტალანტების მოზიდვის პროცესს. ინდუსტრიული რევოლუციის ადრეული დღეებიდან დაწყებული ხელოვნური ინტელექტისა და გემიფიკაციის თანამედროვე ეპოქამდე, რეკრუტინგის პრაქტიკა სამუშაო ძალის ცვალებად მოთხოვნილებებზე და ტექნოლოგიების მიღწევებზეა ადაპტირებული.