AI Recruiting Ambassadors

‍

AI Recruiting Ambassador-ები არიან პროფესიონალები, რომლებსაც აერთიანებთ რეკრუტინგის მომავლის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და AI-ის მიმართ ინტერესი. მათ სურთ, თავად გამოსცადონ სიახლეები, მიღებული გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ სფეროს განვითარებაში.

გაიცანით AI Recruiting Ambassador-ები

‍

Retail

ლილე გოგუაძე

შერჩევის სპეციალისტი
2 ნაბიჯი

ლილე „ორი ნაბიჯის“ გუნდს თითქმის ორი წლის წინ შეუერთდა და ამ პერიოდში რეკრუტინგის მიმართულებით პროფესიული გამოცდილება მნიშვნელოვნად გაიღრმავა. კარიერა მასობრივი პოზიციების შერჩევით დაიწყო, მოგვიანებით კი ახალი მაღაზიების გახსნის პროცესში ჩაერთო. ამჟამად მისი საქმიანობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ლოჯისტიკურ ცენტრებში შერჩევის სრული ციკლის მართვასა და ახალი ტალანტების მოზიდვას მოიცავს.

ჰელიოს შესახებ

“Helio ჩემთვის რეკრუტინგის პროცესში მთავარი დამხმარეა. ძალიან მიადვილებს საქმიანობას ის, რომ ყველა მონაცემი ორგანიზებულად და მოწესრიგებულად მაქვს თავმოყრილი. პლატფორმიდან პირდაპირ კანდიდატებთან კომუნიკაცია, გასაუბრებების დაგეგმვა და ვაკანსიების გაზიარება ძალიან მარტივი და კომფორტულია და ზედმეტ ძალისხმევას არ საჭიროებს."

Holding Companies

მარიკა ჩაჩუა

ტალანტების მოზიდვისა და ინტეგრაციის მენეჯერი
ცურ ჯგუფი

მარიკას პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც კანდიდატების შერჩევას, ისე HR პროცესების მართვას სხვადასხვა კომპანიაში. დღეს მისი ძირითადი საქმიანობა ახალი ტალანტების მოზიდვა და ორგანიზაციაში მათი ინტეგრაციის პროცესის მართვაა.

ჰელიოს შესახებ

“ჰელიოსთან დიდი ხანი არ არის რაც ვთანამშრომლობ, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის შეუცვლელი ინსტრუმენტია ტალანტების მოზიდვის მენეჯერებისთვის. პლატფორმამ მნიშვნელოვნად შეამცირა ვაკანსიის გამოცხადებიდან კანდიდატის აყვანამდე დახარჯული დრო. პროცესები ბევრად გამჭვირვალე გახადა და დაგვეხმარა კანდიდატებთან კომუნიკაციის უფრო სწრაფად და ორგანიზებულად მართვაში.”

Human Resources

მარიკა შიოშვილი

ადამიანური რესურსების მენეჯერი
ჯობსნეტი

მარიკას HR სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ის არის კომპანია „ჯობსნეტის“ დამფუძნებელი და დირექტორი, ამასთან, პარალელურად ოთხ კომპანიასთან თანამშრომლობს და მათ HR პროცესების მართვაში ეხმარება. მარიკა ასევე სერტიფიცირებული ტრენერი და სხვადასხვა უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია და თავის პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს სტუდენტებს.

ჰელიოს შესახებ

“ძალიან მეხმარება ჰელიო რეკრუტინგის მიმართულებით, ვცდილობ მისი სრული ფუნქციონალი ავითვისო, დავნერგო ყოველდღიურ პროცესებში და გამოვიყენო. ვთვლი, რომ ჰელიოს შემოსვლამ ბაზარზე, მნიშვნელოვნად გაამარტივა ვაკანსიების შექმნის, კანდიდატების მონაცემების მიღებისა და დამუშავების, ასევე დაქირავების ეტაპები. განსაკუთრებულად მომწონს ბევრი პროცესისა და ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრისა და უკუკავშირის ავტომატიზაციის შესაძლებლობა.”

Financial Services

მარიამ გვარამია

რეკრუტინგისა და ონბორდინგის სპეციალისტი
ინტელიექსპრესი

მარიამს HR სფეროში მუშაობის სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობა მოიცავს კანდიდატების მოძიებასა და შერჩევას, გასაუბრებების პროცესის კოორდინაციას და ახალი თანამშრომლების გუნდში ინტეგრაციის მხარდაჭერას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კანდიდატების შერჩევისა და თანამშრომლების ადაპტაციის პროცესების ეფექტიანად წარმართვას.

ჰელიოს შესახებ

“ჰელიო კანდიდატების შერჩევის პროცესს უფრო ორგანიზებულს, გამჭვირვალესა და ეფექტურს ხდის. პლატფორმა საშუალებას მაძლევს, კანდიდატების შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შერჩევის ეტაპები ერთ სივრცეში მოვაქციო, მარტივად ვაკონტროლო თითოეული კანდიდატის მიმდინარე სტატუსი და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჰელიო მხოლოდ შერჩევის პროცესის მართვის ინსტრუმენტი არ არის - ის გვეხმარება, რეკრუტინგი უფრო თანმიმდევრულ, ადამიანზე ორიენტირებულ და ხარისხიან გამოცდილებად ვაქციოთ."”

Retail

ანი ზურაბაშვილი

ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი
ნიკორა ტრეიდი

რეკრუტინგი, ტალანტების მოზიდვა, გუნდის მართვა, დამსაქმებლის ბრენდინგი, სხვადასხვა HR პროექტი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ საქმიანობების, რასაც ანის გამოცდილება აერთიანებს. მას უმუშავია სხვადასხვა სექტორში, განსხვავებული მასშტაბისა და საჭიროების გუნდებთან, ახლა კი "ნიკორა ტრეიდის" ტალანტების მოზიდვის გუნდს ხელმძღვანელობს.

ჰელიოს შესახებ

“როცა ერთდროულად ბევრ ვაკანსიაზე მუშაობ, ინფორმაციის ძებნაში დრო მარტივად გეკარგება, ვინ ვის დაუკავშირდა, კანდიდატი რა ეტაპზეა, რომელი წყარო მუშაობს. ჰელიო იძლევა საშუალებას, რომ ყველა წყაროდან შემოსული მონაცემი ეფექტურად მართო. ძალიან მომწონს გემიფიკაციის ელემენტების გამოყენება შერჩევის პროცესში.”

Apparel & Fashion

მანეჰ მელქონიანი

HR დირექტორი
Z&A Fashion & Retail Business

მანეჰს HR-ის მიმართულებით 7 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს, რომელიც მოიცავს IT, საბანკო, iGaming და საცალო ვაჭრობის სფეროებს. ამჟამად ის Z&A / Nork Group-ში HR-ის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს და სომხეთში, საქართველოში და უნგრეთში კომპანიის HR სტრატეგიასა და ოპერაციულ პროცესებს მართავს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ტალანტების მოზიდვა და შერჩევა, ორგანიზაციული განვითარება, თანამშრომელთა შედეგების მართვა და HR პროცესების გაციფრულება.

ჰელიოს შესახებ

“ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელსაც განსაკუთრებით ვაფასებთ, გუნდის ოპერატიულობა და პროფესიონალიზმია. გუნდის წევრები გამოირჩევიან მეგობრული და მხარდამჭერი დამოკიდებულებით, ყოველთვის მზად არიან დახმარებისთვის და საჭიროების შემთხვევაში გამოსავლის მოსაძებნად. მათი სწრაფი რეაგირება, დახმარების სურვილი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა თანამშრომლობის პროცესს სასიამოვნოსა და შეუფერხებელს ხდის.”

გსურს, რომ რეკრუტინგის პროცესები
უკეთესობისკენ შეცვალო?

აღმოაჩინე, როგორ დაგეხმარება Helio AI რეკრუტინგის პროცესების მართვაში, შესაფერისი კანდიდატების მოძიებასა და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩანიშნე დემო შეხვედრა და თავად ნახე, როგორ მუშაობს Helio AI